კიევოს მიზანი არგავარდნაა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს მოულოდნელი ლიდერი ჰყავს – "კიევომ" კვირას "ჯენოა" გასვლით მატჩში დაამარცხა და ერთადერთ გუნდად დარჩა, რომელმაც სერია A-ს სტარტზე ორივე მატჩის მოგება შეძლო. თუმცა ვერონელთა მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის მიაჩნია, რომ ჯერჯერობით მეტისმეტად ადრეა, რათა სასეზონოდ დასახული მიზნები გადაიხედოს.

"შექებას გუნდის ყველა მოთამაშე იმსახურებს – მათ ერთად მუშაობისა და მოქმედების დიდი სურვილი გამოავლინეს. "ჯენოას" სწრაფი გოლის მიუხედავად, ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და თამაშის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანეს. ეს განწყობა არ უნდა შეიცვალოს, რადგან წინ
შორი გზა გვაქვს გასავლელი, ხოლო "კიევომ" მხოლოდ 6 ქულა დააგროვა იმ 40-დან, რომელიც ჩვენს გუნდს სერია B-ში გავარდნისგან დააზღვევს", - აცხადებს "კიევოს" დამრიგებელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული