ბერლუსკონის სათვალავი აერია

AutoSharing Option
"მილანის" მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი "ჩეზენასთან" 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ უკმაყოფილო არა თავისი გუნდის ფეხბურთელებით ყოფილა, არამედ მსაჯის გადაწყვეტილებებით.

"გუშინ ვიქადნებოდი, "მილანი" საჩემპიონო გუნდია-მეთქი, მაგრამ ჩეზენაში თამაში არ გამოგვივიდა. ასეთები ფეხბურთში ხდება ხოლმე, ამიტომ ყურადღებას ნუ მივაქცევთ.

"მილანს" არ გაუმართლა. არბიტრმა სამი გოლი არ ჩაგვითვალა, არადა სამივე წესების დაცვით გავიდა", - თქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენი მხრივ კი იმას დავაზუსტებთ, რომ მილანელებმა ბურთს "ჩეზენას" კარის ხაზი ორჯერ გადააკვეთინეს – ალეშანდრე პატუს დარტყმების შემდეგ. პირველ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა იყო, ხოლო პატუს მეორე ზუსტ
დარტყმამდე მილანელებმა თამაშის წესი დაარღვიეს. მესამე არჩათვლილ გოლად კი ბერლუსკონიმ, ეტყობა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აცილებული პენალტი გაასაღა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული