ნეაპოლელები გულდაწყვეტილნი არიან

AutoSharing Option
"ბარისთან" ვერმოგებული მატჩის შემდეგ, "ნაპოლის" მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ისურვა ჟურნალისტებთან საუბარი – მეკარე მორგან დე სანქტისმა და ფორვარდმა ედინსონ კავანიმ.

მორგან დე სანქტისი: "გლობალურად თუ ვიმსჯელებთ და გუნდების მიერ ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ფრე სამართლიანი შედეგია. თუმცა, ჩვენ ვმარცხდებოდით და გავათანაბრეთ, მოგვიანებით კი არ გაგვიმართლა, თორემ მოვიგებდით კიდეც, ასე რომ, გაწბილების უფრო მეტი საბაბი გვაქს, ვიდრე "ბარის". ყველა ვარიანტში, "ბარი" ძალზე რთული მოწინააღმდეგეა. ეს იყო ლამაზი მატჩი და გული მწყდება, რომ ვერ გავიმარჯვეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული