კონტრაქტი 3-წლიანი გახლავთ და მთელ ამ პერიოდში, ტურინული გრანდის ბიუჯეტი ახალი სპონსორისგან მინიმუმ 35 მილიონი ევროთი გამდიდრდება. შესაბამისად, სამი სეზონის განმავლობაში, "იუვენტუსის" მაისურს ახალი ლოგო-ტიპი დაამშვენებს.
ამ საკითხზე კომენტარი "ვეკია სენიორას" პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ გააკეთა:
"ეს ხელშეკრულება საშუალებას მოგვცემს, რომ საზაფხულო სატრანსფერო კამპანია აქტიურად წარვმართოთ. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ისედაც დიდი შვებაა და როდესაც ამას ახალი სპონსორისგან მოზიდული თანხები დაემატება,
ასე რომ, Chrysler Group-თან გაფორმებული ხელშეკრულებით უაღრესად კმაყოფილი ვარ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"