"უკეთესია პირველ ადგილზე მყოფმა ითამაშო. ასე უკეთესია, რადგან სხვაზე არ ხარ დამოკიდებული.
ჩვენ "მილანის" ორი წაფორხილებით ვისარგებლეთ, მაგრამ წინ კიდევ შვიდი მატჩია და "როსონერიზე" მეტად გაგვიჭირდება. კვლავაც დარწმუნებული ვარ, რომ "მილანი" ძალიან ძლიერია, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა.
სეზონის დასაწყისი წარსულია, უფრო ჭკვიანები და ძლიერები გავხდით. ბიჭებს ვუთხარი: ახლა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", - თქვა კონტემ.