მასიმო მორატის ნეაპოლური გეგმები

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას აპირებენ და უკვე აქვთ კიდეც გარკვეული სამოქმედო გეგმა.

თურმე, მილანური გრანდის პრეზიდენტ მასიმო მორატის "ნაპოლის" ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს, რომელთაგან ერთი ხუან კამილო ცუნიგა გახლავთ, ხოლო მეორე თვით ესეკილ ლავეცი.

ამ თემაზე მორატიმ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. სამაგიეროდ, "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ არ დაგვამადლა ორიოდე სიტყვა:

"ზაფხულში მართლაც ვაპირებთ აქტიურობას, რადგან მიმდინარე სეზონმა ნათლად დაგვანახვა, რომ გაძლიერება გვმართებს.

"ნაპოლი" შესანიშნავი გუნდია და იქ არაერთი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც
სიამოვნებით გადავიბირებდი. უპირველესად, ეს ესეკილ ლავეციზე ითქმის, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს
სურვილზე არაა დამოკიდებული.

არგენტინელის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა. ამ თანხაზე ნამდვილად დავფიქრდებოდით, მაგრამ ვეჭვობ, რომ აურელიო დე ლაურენტისი მას 50 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის. ამიტომ ლავეცის გადაბირების შესახებ საუბარი დღეს გამიჭირდება. რაც შეეხება ცუნიგას, მაღალი კლასის მოთამაშეა, უნივერსალი და ვნახოთ, ვერაფერს გამოვრიცხავ".


ჩვენი მხრივ, დავძინოთ, რომ კამილო ცუნიგა კოლუმბიელი გახლავთ, 26 წლისაა და მართლაც გამოირჩევა უნივერსალური თვისებებით; მისი საბაზრო ღირებულება მხოლოდ 5 მილიონი ევროა, თუმცა რამდენად მოისურვებს დე ლაურენტისი კოლუმბიელის გაყიდვას, ეს ცალკე თემაა და ჯერ ვერაფერს ვიტყვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
60 მილიონადაც რო გაყიდოს დიდი შეცდომა იქნება ლავეცის გაყიდვა მის გარეშე შეიძლება კავანიმაც ვერ ითამაშოს და გუნდი დაიშალოს ცუნიგაში 5 მილიონი სასაცილო თანხაა უძლიერესი ფეხბურტელია
champion20
19:09 10-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული