სერია A. XXXI ტურის შეჯამება: წარსული, აწმყო და მომავალი

AutoSharing Option
ქვემოთ სერია A-ს XXXI ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებსა და ფაქტებზე გვექნება საუბარი. ამასთან, XXXII ტურის წინასიტყვაობას გაეცნობით, რომლის ერთი შეხვედრა გუშინ, გვიან ღამით გაიმართა. მოკლედ, ქვემოთ ყველაფერს ნახავთ: წარსულს, აწმყოს და მომავალს. მივყვეთ თანმიმდევრობით...

ტურის სიმბოლური ნაკრები
ბენასი (ლეჩე) - დე სილვესტრი (ფიორენტინა), ბონუჩი (იუვენტუსი), მილანოვიჩი (პალერმო), ჯემიტი (ნოვარა) - ასამოა (უდინეზე), პირლო (იუვენტუსი), კანდრევა (ლაციო) - მურიელი (ლეჩე), იოვეტიჩი (ფიორენტინა), დი მიკელე (ლეჩე).

ვერ დავიჩემებთ, რომ ასეთ შემადგენლობაზე მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის მთავარი მწვრთნელი იოცნებებდა... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,
ფორვარდთა ტრიოდან ორი "ლეჩეს" ღირსებას იცავს - გუნდის, რომელიც გასავარდნ ზონაშია და დიდია შანსი, მომდევნო სეზონიდან სერია B-ში იასპარეზოს.

სერსე კოსმის შეგირდებმა ბევრისთვის მოულოდნელად "რომა" დაიბრიყვეს და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 4:2 დაამარცხეს. "ლეჩეს" რიგებიდან ორჯერ ლუის მურიელმა გამოიჩინა თავი და ორჯერაც დავიდე დი მიკელემ.

მათთან ერთად სიმბოლურში სტევან იოვეტიჩი მოხვდა, რომელიც "მილანთან" შესანიშნავად გაისარჯა და ფლორენციელთა სენსაციურ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მოკლედ, შეტევის ხაზი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდებიდან დაკომპლექტდა და თუ პირლო-ბონუჩის ტანდემს გამოვაკლებთ, არც სხვები იცავენ გრანდების ღირსებას.

ტურის გმირი
ტურის გმირი "ლეჩეს" კოლუმბიელი თავდამსხმელი ლუის მურიელი გახლავთ, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მურიელმა "რომას" დუბლი შეუსრულა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ უნიჭიერესი ფორვარდია.

შესაბამისად, სულაც არ გვიკვირს, რომ მასზე ევროპული ფეხბურთის გრანდებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული - ბოლო ინფორმაციით, ლუისის გადაბირებას "მილანის" მესვეურები ცდილობენ და მზად არიან, მასში სოლიდური თანხა გადაიხადონ. ვნახოთ...

ტურის ფრაზა
ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "დამეთანხმებიან, ალბათ, "მილანელები", რომ ლიდერობა შესანიშნავი შეგრძნებაა".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური. მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური. კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).

სერიები
მოგება: იუვენტუსი - 4 თამაში
წაგება: ატალანტა, ნაპოლი - 2
წაუგებლად: იუვენტუსი - 31
მოუგებლად: ჩეზენა - 13

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 61 გოლი - მილანი; 55 - ნაპოლი; 51 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 17 გაშვებული - იუვენტუსი; 26 - მილანი; 29 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 18 გოლი - ჩეზენა; 27 - ნოვარა; 30 - კიევო.
უარესი დაცვა: 57 გაშვებული - ჯენოა, 52 - ნოვარა; 50 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 16763 - იუვენტუსი; 16642 - მილანი; 15405 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 584 - იუვენტუსი; 492 - რომა, მილანი; 484 - ინტერი.
კარში დარტყმები: 206 - იუვენტუსი; 187 - მილანი; 158 - ნაპოლი.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
23 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 19 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 18 - დიეგო მილიტო (ინტერი); 17 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 15 - ხერმან დენისი (ატალანტა); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).

ასისტენტები

12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 11 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 9 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), რობინიო (მილანი), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა), სერჯო პელისიერი (კიევო).

ზუსტი პასები

2513 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2025 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1819 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1771 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1748 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1743 - დანიელე დე როსი (რომა); 1707 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა).

კარის მიმართულებით დარტყმები

136 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 111 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 109 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 103 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 97 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 94 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).

კარში დარტყმები

59 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 53 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 42 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 39 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 37 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 33 - ხერმან დენისი (ატალანტა); 30 - მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ჯარიმები

75 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 73 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 70 - გაბი მუდინგაი (ბოლონია), მატია დესტრო (სიენა); 68 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 64 - დანიელე კონტი (კალიარი); 63 - გილიერმო ჯაკომაცი (ლეჩე); 59 - ხუან კუადრადო (ლეჩე), გილიერმო ჯაკომაცი (ლეჩე).

ციფრები და ფაქტები

"ფიორენტინამ" პირველად მოუგო "მილანს" გასვლაზე 2001 წლის მაისის შემდეგ;

კარვალიო ამაურიმ პირველი გოლი გაიტანა "ფიორენტინას" შემადგენლობაში;

"ინტერმა" ბოლო ექვს გასვლით შეხვედრაში ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა;

"სიენამ" ისტორიაში პირველად დაამარცხა "ატალანტა" გასვლით პაექრობაში;

ალესანდრო გაციმ "სიენადან" და ნიკო პულცეტიმ "ბოლონიიდან" მე-100 მატჩები ჩაატარეს სერია A-ში;

"კიევოს" ნახევარმცველმა მაიკლ ბრედლიმ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში;

სერჯო პელისიერმა მე-100 გოლი გაიტანა "კიევოს" შემადგენლობაში;

"კიევოსთან" მარცხით "კატანიამ" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა;

"უდინეზეს" თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ 150-ე გოლი გაიტანა სერია A-ში;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული