იტალია. სერია A. XXXIII ტურის წინ: ტურინის "იუვენტუსის" მორიგი გამარჯვების მოლოდინში

AutoSharing Option
XXXIII ტური ორი საინტერესო მატჩით გაიხსნება: "სან სიროზე" "მილანი" "ჯენოას" მიიღებს, "სტადიო ფრიულიზე" კი "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრება.

მილანური მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან კახა კალაძეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება და თანაც მისთვის "მშობლიურ" სტადიონზე. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ფაქტორი იტალიაში ნაკლებად აქტუალურია და მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, მოიპოვებს თუ არა "როსონერი" ჰაერივით საჭირო სამ ქულას.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი აშკარა ფავორიტია, მაგრამ თუ "მილანის" დღევანდელ ფორმას და ტრამვირებულ ფეხბურთელთა სიმრავლეს გავითვალისწინებთ, პროგნოზის გაკეთება არცთუ ისე ადვილია, როგორც ერთი
შეხვედით ჩანს.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ალეგრი ჩვეულ 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სტეფან ელ შაარავის ტანდემს გაამწესებს, მათ უკან კი ურბი ემანუელსონი გაირჯება. ნახევარდაცვას შემდეგი სამეული გაამაგრებს: ანტონიო ნოჩერინო, სალი მუნტარი, მარკ ვან ბომელი - ეს უკანასკნელი ტრამვის შემდეგ უბრუნდება "მილანს" და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს.

ხშირ შემთხვევაში, "ჯენოა" სამი ფორვარდით უტევს, მაგრამ "სან სიროზე" ალბერტო მალეზანი ფრთხილ ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს და მხოლოდ ორი თავდამსხმელით შეუტევს - ალბერტო ჯილარდინო სავარაუდოთ თადარიგში დარჩება, ძირითადში კი როდრიგო პალასიო და ჯუზეპე სკული გაირჯებიან.

"ჯენოას" რომ "სან სიროზე" მალეზანი გაიყვანს, ცალკე აღნიშვნის ღირსია, მწვრთნელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა გენუურ გუნდს. ვნახოთ, წინ მართლათ საინტერესო პაექრობა გველის...

სკუდეტოსთვის მებრძოლი მეორე გუნდი თავის შეხვედრას 15 აპრილს გამართავს და ბუნებრივია, ეს მატჩიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

"იუვენტუსი" "ჩეზენას" ესტუმრება, გუნდს, რომელიც ფაქტობრივად გავარდნილია სერია B-ში და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვერც "იუვეს" გაუწევს წინააღმედეგობას. მითუმეტეს, ტურინული გრანდი "დინო მანუციზე" სრული საბრძოლო შემადგენლობით ჩადის და თანაც, ამაღლებულ განწყობაზე.

ტურინელთა ამაღლებული განწყობა "ლაციოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებამ განაპირობა, რასაც ანტონიო კონტე დღემდე ვერ ივიწყებს - მოვუსმინოთ "იუვეს" თავკაცს და შემდეგ, ორიოდე სიტყვა შემადგენლობაზეც ვთქვათ:

"ლაციოსთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოგვგვარა და აუცილებელია, რომ ამ ემოციისგან დროულად დავიცალოთ. თუ "ჩეზენასთან" მაქსიმალურად არ დავიხარჯებით, სასურველი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება. პირველივე წუთებიდან შევუტევთ და ვეცდებით, რომ მეტოქე სტარტზევე გავტეხოთ. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. იმედია, შაბათს "მილანი" ქულებს დაკარგავს და ამით, კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვეცემა".

"გაძეტა" დაჟინებით გვიმტკიცებს რომ კონტე შეტევაში მირკო ვუჩინიჩის, სიმონე პეპესა და ფაბიო კვალიარელასგან შემდგარ ტრიოს გაამწესებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ალესანდრო მატრი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩება; ისევე როგორც ალესანდრო დელ პიერო, რომელიც "ლაციოსთან" მატჩის გმირი გახდა.

"იუვე" აშკარა ფავორიტია, შესაძლოა იოლადაც მოიგოს, მაგრამ გირჩევთ, რომ არ გამოტოვოთ ეს შეხვედრა, "ბებერი ქალბატონი" ბოლო დროს ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს და მისი ყურება ერთ რამედ ღირს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდებიდან ყველაზე რთული მატჩი "უდინეზეს" ელის, რომელსაც თვით "ინტერი" ესტუმრება, მართალია დაბეჩავებული, მაგრამ მაინც "ინტერი".

უდინელებს ანტონიო დი ნატალე სრულ მზადყოფნაში ჰყავთ, მილანელებს კი დიეგო მილიტო - ეჭვი გვაქვს, ბებერი ხარის რქები ისევ მოხნავენ მაგრამ საკითხავია ისაა, რომელ აღმართს... ანდრეა სტრამაჩონი იქადნება, რომ "ინტერი" ფრიულიდან სამ ქულას წაიღებს, მაგრამ ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე და უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ბოლოს, "ლაციოს" შესახებ ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელსაც "ნოვარასთან" უწევს გასვლითი პაექრობა - თუმცა, სათქმელი ბევრი არაფერია, რომაელებს გამარჯვება მართებთ და თუ ვერ მოიგეს, არც ლიგის ღირსები ყოფილან. დანარჩენი უშუალოდ მოედნებზე გამოჩნდება და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას

სერია A. XXXIII ტური
14 აპრილი
მილანი-ჯენოა 20.00
დისკვალიფიკაცია: მორეტი (ჯენოა).
ტრავმა: ვან ბომელი, აბატე, ტიაგო სილვა, ინძაგი, რომა, ბოატენგი, პატო, ამბროზინი - ანტონელი, კონსტანტი, ბელუსკი.

უდინეზე-ინტერი 22.45
დისკვალიფიკაცია: პინცი - სამუელი.
ტრავმა: ბენეტია, ფლორო ფლორესი, ბასტა, ბატოკიო, ბადუ, ისლა - მაიკონი, სნეიდერი, კასტაინოსი, სამუელი.

15 აპრილი
ნოვარა-ლაციო 14.30
დისკვალიფიკაცია: გარსია - მაური, კოზაკი.
ტრავმა: ლუდი, მარიანინი, უიკანი - დიასი, კლოზე, სტანკევიჩუსი, ლულიჩი, კონკო, რადუ.

სიენა-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: პეგოლო, კონტინი (სიენა).
ტრავმა: ანჯელო, კალაიო - კრესპო, ანტონსონი, კაზარინი, კრხინი.

ატალანტა-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: დენისი (ატალანტა).
ტრავმა: ბრიგი, მარილუნგო, კაპელი - დრამე, სარდო, გულანი, მოსკარდელი, ფაკინელი.

ჩეზენა-იუვენტუსი 18.00
ტრავმა: კომოტო, მარტინესი, პუდილი, იაკვინტა, ფონ ბერგენი, კალდერონი, პაროლო (ჩეზენა).

ლეჩე-ნაპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბლაზი - პანდევი.
ტრავმა: ჟულიო სერჟიო - როზატი, დონადელი, მაჯო.

პალერმო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: ილიჩიჩი (პალერმო).
ტრავმა: აგუირეგერაი, ბალცარეტი, სილვესტრი, მილიაჩო, ასკუა - ფერარიო.

რომა-ფიორენტინა 22.45
დისკვალიფიკაცია: ამაური (ფიორენტინა).
ტრავმა: ბორინი, სიმპილისიო, ბურდისო, ჟუანი, გრეკო, კასეტი, ლობონტი - კროლდრუპი, ოლივერა, ვარგასი, კამპორეზე.

15 აპრილი
კალიარი-კატანია 22.45
დისკვალიფიკაცია: კარიცო (კატანია).
ტრავმა: დესენა, რუი სამპაიო, ერიკსონი - ბიაჯანტი, ალმირონი, პოტენცა.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 32 18 14 0 53-18 68
2. მილანი 32 20 7 5 62-26 67
3. ლაციო 32 16 6 10 48-40 54
4. უდინეზე 32 14 9 9 44-32 51
5. რომა 32 15 5 12 52-42 50
6. ნაპოლი 32 12 12 8 56-41 48
7. ინტერი 32 14 6 12 47-45 48
8. კატანია 32 10 13 9 42-43 43
9. კიევო 32 11 9 12 30-40 42
10. ატალანტა 32 11 13 8 37-34 40
11. პალერმო 32 11 7 14 44-49 40
12. ბოლონია 32 10 10 12 33-38 40
13. სიენა 32 10 9 13 37-34 39
14. პარმა 32 9 11 12 41-50 38
15. კალიარი 32 9 11 12 33-39 38
16. ფიორენტინა 32 9 10 13 32-38 37
17. ჯენოა 32 9 9 14 43-58 36
18. ლეჩე 32 8 10 14 37-48 34
19. ნოვარა 32 5 10 17 27-54 25
20. ჩეზენა 32 4 9 19 19-48 21

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
23 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 20 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი); 19 - კავანი (ნაპოლი); 17 - პალასიო (ჯენოა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული