საფეხბურთო სიკვდილი სერია B-ში

AutoSharing Option
საფეხბურთო მოედანზე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. "პესკარასა" და "ლივორნოს" შორის სერია B-ის მატჩის დროს სტუმართა ნახევარმცველი პიერმარიო მოროზინი მინდორზე უგონოდ დაეცა.

მედიკოსებმა პირდაპირ მოედანზე მას გულის მასაჟი ჩაუტარეს, რის შემდეგაც მოთამაშის საავადმყოფოში გადაყვანა სცადეს, მაგრამ 25 წლის ფეხბურთელის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა - ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მოროზინის გარდაცვალების გამო იტალიაში ყველა მატჩი გადაიდო.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ეს პირდაპირი შედეგია სანახაობიდან ფეხბურთის ბიზნესად ქცევისა. ფეხბურთელისგან კლუბები, მაყურებლები და სხვები არარეალურ ტემპებს და დატვირთვას მოითხოვენ. შედეგად სპორტსმენი ჯდება დოპინგზე, ვეღარ გრძნობს დაღლას და აი, შედეგი.. უდოპინგოდ შეუძლებელია მთელი საათნახევრის მანძილზე ისე ირბინო და იმოძრაო, პრემიერ-ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში რომ ირჯებიან. 70-იანი წლების ვარსკვლავები ამათზე ნაკლები ფეხბურთელები იყვნენ? თითოეული დოპინგ-შემთხვევა გრანდიოზული სკანდალი იყო და ხშირადაც არ ხდებოდა. სიკვდილიც თითქმის არ იყო მოედანზე. ახლა კი ახალგაზრდა ბიჭები პანტაპუნტით კვდებიან თამაშისას.
giorgi
10:42 15-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული