ლუკოილი და რომა – რეალურია?

AutoSharing Option
იტალიის ვიცე-ჩემპიონის, დედაქალაქური "რომას" მეპატრონეები - ბანკი Uნიცრედიტ და როტშილდების ოჯახი – კლუბის გაყიდვას რახანია აპირებენ. ჯერჯერობით "მგლების" სანაცვლოდ მისაღები თანხა არავის შემოუთავაზებია, თორემ კლუბის მფლობელები უარს არ იტყოდნენ...

იტალიური პრესა ირწმუნება, რომ "რომას" შეძენის ახალი მსურველი გამოჩნდა – რუსი ბიზნესმენი ლეონიდ ფედუნი. ეს კაცი ცნობილი ნავთობკომპანია "ლუკოილის" ხელმძღვანელი და მოსკოვის "სპარტაკის" მეპატრონეა და თავისი გავლენის სფეროში იტალიის მოქცევაც გადაწყვიტა. La Gazzetta dello Sport-ის მონაცემებით, ფედუნი მხადაა, "რომას" მეპატრონეებს კლუბის ღირებულების ნახევარი ახლავე გადაუხადოს, ხოლო ორი წლის შემდეგ დამატებით 35
პროცენტიც შეიძინოს, რათა კლუბზე სრული კონტროლი ხელთ იგდოს. თანაც, ფედუნი აცხადებს, გუნდის გასაძლიერებლად 200 მილიონ ევრომდე გავიღებო.

სავარაუდოდ, როტშილდები დაინტერესდნენ ამ მდიდარი რუსის წინადადებით. თორემ რთული ასახსნელია, რატომ აჭიანურებს "რომა" კლაუდიო რანიერისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას – ამ კაცმა გუნდთან დიდი სამუშაოც გაწია, შედეგებიც მიიღო და პირობების გაუმჯობესებას ნამდვილად იმსახურებს. გასული სეზონის დასრულების შემდეგ "მგლების" მეპატრონეები მწვრთნელს ახალი შრომითი ხელშეკრულების ოპერატიულად გაფორმებას დაპირდნენ, მაგრამ სიტყვა გატეხეს, ხოლო რანიერი ხელძღვანელების მიმართ უკმაყოფილებას უკვე საჯაროდ გამოთქვამს. ეტყობა, "რომას" მფლობელები მყიდველისთვის კლუბის გადაბარებასაც აპირებენ და კლაუდიო რანიერისთვის მიცემულ სიტყვასაც...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული