"მილანი" შინჯი კაგავას შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"მილანი" ყურადღებით ადევნებს თვალს დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელს შინჯი კაგავას.

იაპონელი ნახევარმცველი ჯერ არ აპირებს კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას და შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი დატოვოს.

"როსონერის" ხელმძღვანელობას ზაფხულში ფეხბურთელის შეძენა სურს, რომელიც გუნდის ცენტრის ხაზში მრავალფეროვნებას შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ იაპონელი ჰავბეკი გერმანიაში 2010 წელს გადაბარგდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფეხბურთელი გახდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული