21 წლის თავდამსხმელმა დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში 19 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, რაც სადებიუტო სეზონისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, არ არის გასაკვირი, რომ აქტიურად ვრცელდება ცნობები მის მიმართ სხვადასხვა გრანდის დაინტერესების შესახებ...
სულ ბოლო ინფორმაცია "ინტერს" უკავშირდება, რომლის პრეზიდენტი თურმე პირადად ყოფილა დაინტერესებული ფაბიოს გადაბირებით.
"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი კარგა ხანი ამაოდ ცდილობდა მასიმო მორატისთან დაკავშირებას. ბოლოს
"სულაც არ მიკვირს, თუ ფაბიოთი "ინტერის" მესვეურები დაინტერესდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი პირველად სწორედ თქვენგან გავიგე.
ჩემთვის მილანიდან არავის დაურეკავს და არც ფაბიოს შეხმიანებია ვინმე. შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ და განსაკუთრებულად საინტერესოსაც ვერაფერს გეტყვით. ამასთან, ჩემი კლიენტი მხოლოდ "რომაში" ასპარეზობაზეა კონცენტრირებული და ამ ეტაპზე სხვაგან გადასვლის სურვილი, უბრალოდ, არ აქვს.
მისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობაა, "რომში" კი საამისოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. მოკლედ, ბორინიმ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და სურს წარმატებას "ჯალოროსიში" ასპარეზობით მიაღწიოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"