როგორც მოსალოდნელი იყო, ტურინული გრანდის ყოფილმა მმართველმა მკაცრად გააკრიტიკა "იუვეს" ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და დელ პიეროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა - მოვუსმინოთ მოჯის:
"დელ პიერო 37 წლისაა. საუკეთესო პერიოდი უკან მოიტოვა და ეს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ კიდევ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია "იუვენტუსისთვის".
ეს მიმდინარე სეზონში არაერთხელ დამტკიცდა და ვერაფრით ვხვდები, რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება "ვეკია სენიორას" მესვეურებმა.
ამიტომ ჯობია, დროზე შეიცვალოს აზრი და ახალი ხელშეკრულება გაამზადოს, რითიც მილიონობით გულშემატკივრის გულს მოიგებს. არ შეიძლება, მთელი სამყარო ტყუოდეს და მხოლოდ ერთი კაცი იყოს მართალი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"