ამის შესახებ იტალიურ პრესაში "გრიფონების" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ განაცხადა.
"დიახ, ახალი მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი კანიოა. სპეციალისტი 23 აპრილს დილის ვარჯიშს ჩაატარებს და გუნდსაც წარვუდგენთ", - თქვა პრეციოზიმ.
შეგახსენებთ, "ჯენოას" ყოფილი თავკაცი ალბერტო მალეზანი "სიენასთან" დამარცხების შემდეგ სეზონში მეორედ გაათავისუფლეს.