"მილანმა" შესაძლოა კევინ პრინს-ბოატენგი გაყიდოს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველი კევინ პრინს-ბოატენგი შესაძლოა კლუბმა ზაფხულში ტრანსფერზე დააყენოს.

ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ "როსონერი" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვარაუდობს.

იტალიელების ასეთ შესაძლო გადაწყვეტილებას სამი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ბოატენგის ტრანსფერი 16-18 მილიონ ევროდ ფასდება; მეორე: მას სულ ტრავმები აწუხებს და მესამე, გუნდის მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის ფეხბურთელის დისციპლინასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაუგროვდა.

გარდა ამისა, ბოატენგი "მილანში" ერთ-ერთი ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

ამავე დროს კლუბი ტიაგო სილვას გაყიდვას არ აპირებს, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩის 30-მილიონიან ტრანსფერს ბევრი ვერ შეეჭიდება; თან შვედის 9-მილიონიან ხელფასსაც თუ გავითვალისწინებთ.

გამომდინარე აქედან, სრულიად შესაძლებელია "მილანმა" ბოატენგი ამ ზაფხულსვე გაყიდოს.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხ
ედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
შანსი არააა :D რა უაზრობაა ბოას არ გაყიდიან ! :P
BeeQSooN
11:27 29-04-2012
0

სიახლეები პოპულარული