სერია A. XXXIII ტური: "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის სტატუს ქვო შენარჩუნებულია

AutoSharing Option
უსახური მილანი 3 ქულით
"მილანმა" კიდევ ერთი უსახური თამაში ჩაატარა, მაგრამ ამჯერად გაუმართლა და სამი ქულა მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა "ჯენოას" დიდი წვალების შემდეგ, თამაშის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე გაუტანეს და თანაც, კაცნაკლულ მეტოქეს, რომელსაც 71-ე წუთზე ბოშკო იანკოვიჩი გაუძევეს.

დიახ, "როსონერიმ" კინკილა გოლით დაამარცხა "ჯენოა", გუნდი, რომლის დაცვაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ამაზე სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გენუურ გუნდს 63 გოლი აქვს გაშვებული, ყველაზე უფრო მეტი სერია A-ს გუნდებს შორის.

მასიმილიანო ალეგრიმ ანტონიო
კასანო ისევ თადარიგში დატოვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს სტეფან ელ შაარავი შეუწყვილა. აქედანვე უნდა ითქვას, რომ ამ ნაბიჯმა არ გაამართლა, რადგან "პატარა ფარაონმა", ალბათ, ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში.

იგივე შეიძლება ითქვას ზლატანზე, რომელიც უჩვეულოდ ინერტული იყო და, პრაქტიკულად, არაფერი გამოსდიოდა - აღსანიშნავია, რომ ამაში დიდი წვლილი შეიტანა კახა კალაძემ, რომელსაც მეტწილად სწორედ შვედ ფორვარდთან უწევდა ჭიდილი და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

ეგ კი არა, ერთ ეპიზოდში ქართველი მცველი წინაც გაიჭრა, გზად ორი მცველი ჩამოიტოვა და ბოლოსღა აართვეს ბურთი, როდესაც უკვე კარში დასარტყმელად ემზადებოდა - არადა, სოლო-რეიდი კახას მართლაც რომ ეფექტური გამოუვიდა.

პირველ ტაიმში "მილანი" ერთიორჯერ თუ დაემუქრა სტუმართა კარს, აი, მეორეში კი მასპინძლები ოდნავ გამოცოცხლდნენ და უკეთესი ფეხბურთი ითამაშეს. ეს დიდწილად ცვლილებებმა განაპირობა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან თამაშში ანტონიო კასანო და კევინ პრინს ბოატენგი ჩაერთვნენ. ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი სწორედ ბოატენგის ანგარიშზეა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ხელსაყრელ პოზიციაზე მიუვიდა ბურთი და უძლიერესი დარტყმით სებასტიან ფრეის შანსი არ დაუტოვა, 1:0.

გოლი ეფექტური გამოვიდა, ბოატენგმა თავის სტილში იმოქმედა და "მილანს" ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოუტანა - გამარჯვება, რომელმაც სასკუდეტო ინტრიგა შეგვინარჩუნა.

თუმცა, იმას ვერსად გავექცევით, რომ "მილანი" ჩემპიონატის დასკვნით ფაზას საშინლად ატარებს და ეს მაშინ, როდესაც გუნდს თითქოს ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ და ალეგრისაც არჩევანის საშუალება მიეცა. დღეს თუ რამე აყენებს ალეგრის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ და თუ რამე უქმნის საფრთხეს მის სკამს, არა სკუდეტოს მოსალოდნელი დაკარგვა, არამედ ის თამაშის ხარისხია, რომელიც ვერავითარ კრიტიკას უძლებს.

მოკლედ, "მილანი" სეზონის გადამწყვეტ მონაკვეთს ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა და ასეთ დროს პასუხისმგებლობა, როგორც წესი, მწვრთნელს ეკისრება. ვნახოთ. უმჯობესია, ჯერ მაინც დაველოდოთ ჩემპიონატის დასრულებას.

ვერც იუვემ იფრინა
25 აპრილს დიდად ვერც "იუვენტუსი" ბრწყინავდა და საერთოდ, ფეერიული თამაში ტურინელებს უფრო საკუთარ კედლებში, ახალ სტადიონზე გამოსდით.

რაც შეეხება გასვლით თამაშებს, აქ ანტონიო კონტეს გუნდი პრაგმატულია და იმ "იუვეს" მოგაგონებთ, რომელიც სკუდეტოებს მიჯრით იგებდა - გნებავთ მარჩელო ლიპისა და გნებავთ, ფაბიო კაპელოს დროს.

გახსოვთ, ალბათ, ტურინელები იმ შეხვედრებსაც იგებდნენ, სადაც არ მისდიოდათ თამაში და წესით, ქულები უნდა დაეკარგათ; ყველაზე რთულ მომენტში ვინმე, თუნდაც პაველ ნედვედი, დაუბრახუნებდა შორი მანძილიდან და სამი ქულის მომტანი გოლი გაჰქონდა.

დაახლოებით ასე მოხდა "ჩეზენასთან" პაექრობაში და ამ შემთხვევაში პაველ ნედვედის როლი მარკო ბორიელომ შეასრულა - დიახ, მარკომ ნავსი გატეხა და თანაც, რა დროს, როდესაც "იუვეს" ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.

თამაშის დასრულებამდე დაახლოებით ათი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ტურინელებმა მეტოქის კარზე მასირებული იერიში მიიტანეს - ბორიელო საჭირო მომენტში საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და უზუსტესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა, 0:1.

სნეიდერის დღე
"იუვემ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ... ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, ტურინული გრანდი კი ერთადერთ კონკურენტს არა მარტო სამი ქულით უსწრებს, ურთიერთშეხვედრებშიც სჯობნის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ანუ "იუვეს" აქვს საშუალება, ერთი შეხვედრა წააგოს და მაინც გაჩემპიონდეს, რაც ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე ნამდვილად დიდი ფორაა...

თანაც, "ვეკია სენიორას" 34 ტურია, არ წაუგია და რაღა დარჩენილ ოთხ თამაშში დაუცდება ფეხი?! თუმცა ინტრიგა ჯერ კიდევ არსებობს და წინასწარ ნუ მოვკლავთ.

საოცარი ამბები ხდება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში: "ლაციომ" კიდევ ერთი თამაში წააგო, "ნოვარასთან" შერცხვა და კონკურენტებს კიდევ უფრო მიახლოების საშუალება მისცა. თუმცა "უდინეზემ" ამით ვერ ისარგებლა და საკუთარ მოედანზე "ინტერთან" წააგო, 1:3.

მილანური გრანდიდან ორი გოლი ვესლი სნეიდერმა გაიტანა, ერთი კი რიკი ალვარესის ანგარიშზეა. ამ ყველაფერმა "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დააბრუნა; დიახ, ანდრეა სტრამაჩონის გუნდი სამეულში შესაძრომად იბრძვის, რასაც აღარავინ მოელოდა.

მოიგო "ნაპოლიმ" და "ლაციოს" კუდზე დააჯდა - ნეაპოლელებმა გადარჩენისთვის მებრძოლ "ლეჩეს" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. იქიდან ერთი მარეკ ჰამშიკის ანგარიშზეა, ხოლო მეორე ედინსონ კავანის.

"რომამ" საკუთარ კედლებში "ფიორენტინასთან" წააგო და წესით, გამოეთიშა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას, თუმცა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "წესებს არავინ იცავს" და ეს "ინტერის" მაგალითზეც დასტურდება. ჩახედეთ სატურნირო ცხრილს და ნახავთ, რა საგიჟეთია მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.

სერია A. XXXIII ტური
ატალანტა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 მორალესი (72).

კალიარი-კატანია 3:0
გოლები: 1:0 რიბეირო (21), 2:0 პინილია (79), 3:0 იბარბო (90).

ნოვარა-ლაციო 2:1
ნოვარა (5-3-2): ფონტანა - მორგანელა, ლიზუძო, პაჩი, გარსია - პეშე, რიგონი, პორკარი, მაძარანი (76. რადოვანოვიჩი) - მორიმოტო (57. მასკარა), კარაჩოლო (83. ჩენტურიონი).
ლაციო (4-4-2): მარკეტი - სკალონი, დიასი, დიაკიტე, გარიდო - ცანა (77. მათუზალემი), ლედესმა, მაური, კანდრევა (83. როცი) - კოზაკი, როკი (62. ალფარო).
გოლები: 1:0 დიაკიტე (35-საკ. კარში), 1:1 კანდრევა (37), 2:1 მასკარა (79).
გაფრთხილება: მორგანელა, პაჩი - გარიდო, კანდრევა, კოზაკი, მათუზალემი.
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 11(6)-13(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 12 000

რომა-ფიორენტინა 1:2
რომა (4-3-3): კურჩი - ტაიდერი, კიაერი, ჰაინცე (80. ტალო), ანხელი (46. გაგო) - გრეკო, პიანიჩი, დე როსი - ტოტი, ოსვალდო, ბორინი.
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნასტასიჩი, ნატალი, კამპორეზე - დე სილვესტრი, კასანი, ხარჯა, ბერამი, ლაძარი - ჩერჩი (54. ამაური - 89. ოლივერა), იოვეტიჩი (77. ლიაიჩი).
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (2), 1:1 ტოტი (71), 1:2 ლაძარი (90).
გაფრთხილება: ანხელი, დე როსი, ტოტი - ბორუცი, ნატალი, დე სილვესტრი, ბერამი.
გაძევება: ოსვალდო (90. რომა).
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 10(4)-12(7); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 40 000

ლეჩე-ნაპოლი 0:2
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ოდო, ესპოზიტო, ტომოვიჩი - ბრივიო (27. დი მატეო), ჯაკომაცი, კუადრადო, ბლაზი, დელვეკიო - მურიელი (57. კორვია), დი მიკელე.
ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - კამპანიარო (62. ფერნანდესი), კანავარო, არონიკა - მაჯო, ჯემაილი, ინლერი, გარგანო, ცუნიგა - ჰამშიკი (71. ვარგასი) - კავანი (85. დოსენა).
გოლები: 0:1 ჰამშიკი (5), 0:2 კავანი (51).
გაფრთხილება: კუადრადო, დელ ვეკიო, ბლაზი - კანავარო, ჯემაილი, ფერნანდესი.
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 3(2)-9(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 20 000

პალერმო-პარმა 1:2
პალერმო (3-5-2): ვივიანო - სილვესტრი, ლაბრინი, მანტოვანი - მუნიოსი, ვასკესი, დონატი, დელა როკა (37. ბარეტო), აგუირეგარაი (74. მიკოლი) - ერნანდესი, ბუდანი (65. ილიჩიჩი).
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო (17. ლუკარელი), პალეტა, სანტაკროჩე - ბიაბიანი, ვალდესი, მორონე, გალოპა, მოდესტო (46. ჯონათანი) - ჯოვინკო, ოკაკა (74. ფლოკარი).
გოლები: 1:0 ერნანდესი (6), 1:1 ოკაკა (55), 1:2 ბიაბიანი (70).
გაფრთხილება: ლაბრინი - გალოპა.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 12(7)-9(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 20 000

სიენა-ბოლონია 1:1
სიენა (3-5-2): ბრკიჩი - კონტინი, ტერცი, როსეტინი - ვიტიელო, დაგოსტინო, გაცი (65. ბოლცონი), ვერგასოლა, როსი - დესტრო (56. ბოგდანი), ბრიენცა (75. გროსი).
ბოლონია (3-4-2-1): ალიარდი - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი - კონე, მორლეო, პერესი (50. გარიჩი), ტაიდერი - რამირესი (60. დი ვაიო), დიამანტი (86. ბელფოდილი) - აკვაფრესკა.
გოლები: 1:0 დესტრო (52), 1:1 დიამანტი (69).
გაფრთხილება: ვიტიელო, ვერგასოლა, როსი (სიენა).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8(4)-3(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 11 000

უდინეზე-ინტერი 1:3
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა (61. პერეირა), პაციენცა (77. ტორიე), ასამოა, პინცი, არმერო (77. პასკუალე) - ფლორო ფლორესი, დი ნატალე.
ინტერი (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო - გუარინი, კამბიასო, სტანკოვიჩი - ალვარესი (66. ობი), სნეიდერი (86. პოლი) - მილიტო (85. სარატე).
გოლები: 1:0 დანილო (6), 1:1 სნეიდერი (10), 1:2 სნეიდერი (28), 1:3 ალვარესი (38).
გაფრთხილება: დანილო, ფლორო ფლორესი - სტანკოვიჩი.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(5)-10(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 20 000

მილანი-ჯენოა 1:0
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, იეპესი, ანტონინი (80. მაქსი ლოპესი) - ვან ბომელი (50. ბოატენგი), მუნტარი, ნოჩერინო - ემანუელსონი - ელ შაარავი (50. კასანო), იბრაჰიმოვიჩი.
ჯენოა (4-5-1): ფრეი - სკული (76. ალჰასანი), გრანკვისტი, კალაძე, მორეტი - ბიონდინი, კუჩკა, ბელუსკი (81. ველოზო), ბირსა (70. კარვალიო), იანკოვიჩი - პალასიო.
გოლი: 1:0 ბოატენგი (86).
გაფრთხილება: აბატე, იეპესი, მუნტარი - მორეტი.
გაძევება: იანკოვიჩი (71. ჯენოა).
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8(2)-4(1); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 45 000

ჩეზენა-იუვენტუსი 0:1
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - ჩეკარელი, მორასი, ბენალოუანე, როდრიგესი - კოლუჩი (32. გუანა), დოკოვიჩი (77. როსი), სანტანა, პაროლო - რენელა, დელ ნერო (65. არიგონი).
იუვენტუსი (3-5-3): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - კასერესი (69. ჯაკერინი), მარკიზიო, პირლო, ვიდალი, დე ჩელიე (74. დელ პიერო) - ვუჩინიჩი, მატრი (74. ბორიელო).
გოლი: 0:1 ბორიელო (80).
გაფრთხილება: მორასი, კოლუჩი, რენელა, გუანა - ვიდალი, პირლო, მატრი.
კუთხური: 3-15; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6(0)-18(7); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 18 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 34 20 14 0 58-18 74
2. მილანი 34 21 8 5 64-27 71
3. ლაციო 34 16 7 11 50-43 55
4. ნაპოლი 34 14 12 8 60-41 54
5. უდინეზე 34 14 10 10 45-35 52
6. ინტერი 34 15 7 12 50-46 52
7. რომა 34 15 5 14 53-48 50
8. კატანია 34 11 13 10 44-46 46
9. პარმა 34 11 11 12 46-51 44
10. ატალანტა 34 12 13 9 38-36 43
11. კიევო 34 11 10 13 30-41 43
12. სიენა 34 11 10 13 42-36 43
13. ბოლონია 34 10 12 12 35-40 42
14. კალიარი 34 10 11 13 36-42 41
15. ფიორენტინა 34 10 11 13 34-39 41
16. პალერმო 34 11 8 15 47-53 41
17. ჯენოა 34 9 9 16 44-63 36
18. ლეჩე 34 8 11 15 38-51 35
19. ნოვარა 34 6 10 18 29-57 28
20. ჩეზენა 34 4 10 20 21-51 22

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
24 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 21 - კავანი (ნაპოლი); 20 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი).

მომდევნო ტური
28 აპრილი: პალერმო-კატანია, კალიარი-კიევო, რომა-ნაპოლი;
29 აპრილი: ბოლონია-ჯენოა, ინტერი-ჩეზენა, ატალანტა-ფიორენტინა, ნოვარა-იუვენტუსი, სიენა-მილანი, ლეჩე-პარმა, უდინეზე-ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული