იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის გადადებულ მატჩში "რომასთან" ფორვარდი 34-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ფეხბურთელს კუნთები ასტკივდა.
26 აპრილს ის სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც 31 წლის მოთამაშეს ზუსტ დიაგნოზს დაუსვამენ.
ფეხბურთელმა "იების" შემადგენლობაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. ამაურის კონტრაქტი ექვსთვიანი იყო, რაც ნიშნავს, რომ ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება.