"მთავარია, რომ "ჯენოასთან" სამი ქულის აღება შევძელით. მეტოქემ სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. კარგია, რომ გავიმარჯვეთ.
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი მატჩი დარჩა. სკუდეტოს მოპოვების შანსი კიდევ გვაქვს და ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ. ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოვიგოთ", - თქვა ბოატენგმა.