მოკლედ, ქვემოთ ყველაფერს ნახავთ, რაც განვლილ ტურს და მის გარშემო მომხდარ ამბებს შეეხება...
ამაურიმ სეზონი დაასრულა
"რომა"-"ფიორენტინას" შეხვედრაში კარვალიო ამაური მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე, თუმცა მალევე ტრავმა მიიღო და ისევ შესაცვლელი გახდა.
როგორც სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, ბრაზილიური წარმოშობის იტალიელ ფორვარდს, მინიმუმ, ს
მეტიც, სავარაუდოდ, ამ ტრავმით ამაურის ფლორენციული კარიერაც დასრულდა, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფიორენტინას" მესვეურები მის გამოსყიდვას არ აპირებენ.
დიახ, კარვალიო "ვიოლაში" იჯარის წესით ასპარეზობს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი ტურინის "იუვენტუსს" 10 მილიონ ევროდ აქვს შეფასებული. გასაკვირი არ არის, რომ ფლორენციელები ამხელა თანხის გაღებას არ აპირებენ, რადგან ამაური უკვე ასაკშია და თანაც, "ფიორენტინასთვის" ბევრი არაფერი გაუკეთებია.
"მილანის" კარში გატანილი გოლი არ დაგვვიწყებია, მაგრამ ნახევარ სეზონში ერთი შედეგიანი დარტყმა, თუნდაც სამი ქულის მომტანი, 10 მილიონი ევრო ნამდვილად არ ღირს.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ფონტანა (ნოვარა) - გრანკვისტი (ჯენოა), ლიზუძო (ნოვარა), ლუსიო (ინტერი) - ინლერი (ნაპოლი), ლაძარი (ფიორენტინა), მორალესი (ატალანტა), სნეიდერი (ინტერი) - ჯოვინკო (პარმა), იბარბო (კალიარი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).
ტურის სიმბოლურ ნაკრებში ტრადიციულად სამი ფორვარდია, რომლებზეც ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მოდის. გოლები იბარბომ და იოვეტიჩმა გაიტანეს, საგოლე პასები კი სება ჯოვინკომ მიითვალა აქტივში. შედეგად, "კალიარიმ", "ფიორენტინამ" და "პარმამ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს და საჭირო ქულები ჩაიწერეს აქტივში.
ნახევარმცველთა შორის ვესლი სნეიდერი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც დაუბრუნდა "ინტერის" სასტარტო შემადგენლობას და ეს დაბრუნება დუბლით აღნიშნა. "ნაპოლის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გეკჰან ინლერმა და ისიც რჩეულთა შორისაა...
შვეიცარიელის გვერდით ლაძარის და მორალესს ვხედავთ, რომლებმაც საუკეთესო თამაშები ჩაატარეს მიმდინარე სეზონში. კარში ვეტერანი კიპერი, ფონტანა დგას, რომელმაც "ნოვარას" მიერ "ლაციოს" ძლევაში ლომის წილი დაიდო; დაცვაში კი გრანკვისტი, ლიზუძო და ლუსიო გამოირჩნენ - ეს უკანასკნელი "უდინეზესთან" პაექრობაში შეუდარებელი იყო.
ტურის გმირი
ტურის გმირი ვესლი სნეიდერი გახლავთ, რომელმაც საუკეთესო თამაში ჩაატარა მიმდინარე სეზონში და "ინტერს" "უდინეზესთან" ძალიან საჭირო გამარჯვება მოუტანა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, მილანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას დაუბრუნდა, რასაც უკვე აღარავინ მოელოდა.
სნეიდერის პირველი გოლი დიდწილად სამირ ჰანდანოვიჩის შეცდომამ განაპირობა. აი, მეორე ეპიზოდში კი ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა შესანიშნავად ითამაშა, კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო და საოცრად ლამაზი გოლი გაიტანა. ვესლიმ ჟურნალისტებს მოკლე კომენტარიც მისცა და ბოლოს, სიტყვა ტურის გმირს გადავცეთ:
"ვგრძნობ, რომ ფორმაში შევდივარ და ეს ძალიან მახარებს. პირადად მე, მაშინაც მჯეროდა სამეულში შესვლის, როდესაც ყველამ ერთხმად ჩამოგვწერა. მთავარია, ყველა დარჩენილი თამაში მოვიგოთ და დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ მიზანს მივაღწევთ".
ტურის ფრაზა
ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ჩეზენასთან გამარჯვების შემდეგ): "კალამი მაგიდაზეა. შეგვიძლია დიდი ისტორია დავწეროთ".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დაბალი დასწრება
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).
სერიები
მოგება: იუვენტუსი - 7 თამაში
წაგება: რომა, ჯენოა - 2
წაუგებლად: იუვენტუსი - 34
მოუგებლად: ჩეზენა - 16
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 64 გოლი - მილანი; 60 - ნაპოლი; 58 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 18 გაშვებული - იუვენტუსი; 27 - მილანი; 35 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 21 გოლი - ჩეზენა; 29 - ნოვარა; 30 - კიევო.
უარესი დაცვა: 63 გაშვებული - ჯენოა, 57 - ნოვარა; 53 - პალერმო.
ზუსტი გადაცემები: 18461 - იუვენტუსი; 18290 - მილანი; 17856 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 655 - იუვენტუსი; 534 - რომა; 533 - მილანი.
კარში დარტყმები: 231 - იუვენტუსი; 196 - მილანი; 172 - რომა.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
24 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 21 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 20 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), დიეგო მილიტო (ინტერი); 17 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 15 - ხერმან დენისი (ატალანტა); 14 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა) 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო); 12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).
ასისტენტები
12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 11 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 10 - პაბლო არმერო (უდინეზე); 8 - რობინიო (მილანი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა), მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სერჯო პელისიერი (კიევო).
ზუსტი პასები
2800 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2204 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1940 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 1916 - დანიელე დე როსი (რომა); 1890 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1763 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა);
კარის მიმართულებით დარტყმები
144 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 123 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 122 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 116 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 112 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 98 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 96 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი); 92 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).
კარში დარტყმები
62 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 56 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 48 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 44 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 42 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 38 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 34 - ხერმან დენისი (ატალანტა), მარკო რიგონი (ნოვარა); 33 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).
ჯარიმები
80 - მატია დესტრო (სიენა); 78 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 76 - გაბი მუდინგაი (ბოლონია), ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 69 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), ფილიპო პორკარი (ნოვარა), დანიელე კონტი (კალიარი), გილიერმო ჯაკომაცი (ლეჩე), გონსალო ბერგესიო (კატანია).
ციფრები და ფაქტები
მარკო ბორიელომ პირველი გოლი გაიტანა "იუვენტუსის" შემადგენლობაში;
"იუვენტუსს" "ჩეზენასთან" გასვლითი მატჩი 1986 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული;
"იუვენტუსმა" 7 მატჩი მოიგო მიჯრით. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2005 წელს ჰქონდა;
"უდინეზემ" ბოლო 9 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
"უდინეზეს" მცველმა დანილომ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში;
ანდრეა სტრამაჩონის თავკაცობით, "ინტერს" ჯერ თამაში არ წაუგია;
"ჯენოას" 5 თებერვლის შემდეგ არ მოუგია;
"ჯენოას" "მილანთან" გასვლითი მატჩი 1958 წლის შემდეგ არ მოუგია;
"ფიორენტინამ" პირველად მოუგო "რომას" გასვლითი მატჩი 1992 წლის შემდეგ;
სტევან იოვეტიჩმა მე-100 მატჩი ჩაატარა "ფიორენტინას" შემადგენლობაში და 22-ე გოლი გაიტანა სერია A-ში;
"კატანიამ" ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოიგო;
"ნოვარას" საკუთარ მოედანზე ბოლო 6 თამაშია, არ წაუგია;
"ლაციომ" მიჯრით 4 გასვლითი მატჩი წააგო. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2002 წელს ჰქონდა;
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ მე-100 გოლი გაიტანა სერია A-ში;
სერია A. XXXIII ტური
ატალანტა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 მორალესი (72).
კალიარი-კატანია 3:0
გოლები: 1:0 რიბეირო (21), 2:0 პინილია (79), 3:0 იბარბო (90).
ნოვარა-ლაციო 2:1
გოლები: 1:0 დიაკიტე (35-საკ. კარში), 1:1 კანდრევა (37), 2:1 მასკარა (79).
რომა-ფიორენტინა 1:2
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (2), 1:1 ტოტი (71), 1:2 ლაძარი (90).
გაძევება: ოსვალდო (90. რომა).
ლეჩე-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ჰამშიკი (5), 0:2 კავანი (51).
პალერმო-პარმა 1:2
გოლები: 1:0 ერნანდესი (6), 1:1 ოკაკა (55), 1:2 ბიაბიანი (70).
სიენა-ბოლონია 1:1
გოლები: 1:0 დესტრო (52), 1:1 დიამანტი (69).
უდინეზე-ინტერი 1:3
გოლები: 1:0 დანილო (6), 1:1 სნეიდერი (10), 1:2 სნეიდერი (28), 1:3 ალვარესი (38).
მილანი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ბოატენგი (86).
ჩეზენა-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ბორიელო (80).
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 34 20 14 0 58-18 74
2. მილანი 34 21 8 5 64-27 71
3. ლაციო 34 16 7 11 50-43 55
4. ნაპოლი 34 14 12 8 60-41 54
5. უდინეზე 34 14 10 10 45-35 52
6. ინტერი 34 15 7 12 50-46 52
7. რომა 34 15 5 14 53-48 50
8. კატანია 34 11 13 10 44-46 46
9. პარმა 34 11 11 12 46-51 44
10. ატალანტა 34 12 13 9 38-36 43
11. კიევო 34 11 10 13 30-41 43
12. სიენა 34 11 10 13 42-36 43
13. ბოლონია 34 10 12 12 35-40 42
14. კალიარი 34 10 11 13 36-42 41
15. ფიორენტინა 34 10 11 13 34-39 41
16. პალერმო 34 11 8 15 47-53 41
17. ჯენოა 34 9 9 16 44-63 36
18. ლეჩე 34 8 11 15 38-51 35
19. ნოვარა 34 6 10 18 29-57 28
20. ჩეზენა 34 4 10 20 21-51 22
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
მომდევნო ტური
28 აპრილი: პალერმო-კატანია, კალიარი-კიევო, რომა-ნაპოლი;
29 აპრილი: ბოლონია-ჯენოა, ინტერი-ჩეზენა, ატალანტა-ფიორენტინა, ნოვარა-იუვენტუსი, სიენა-მილანი, ლეჩე-პარმა, უდინეზე-ლაციო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"