"ნერაძური" იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მესამეადგილოსან რომის "ლაციოს" სამი ქულით ჩამორჩება.
"ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ძალიან ბევრს ვშრომობთ. იქ მოხვედრა გვინდა და გვჯერა, რომ ამას შევძლებთ. წინ კიდევ ოთხი მატჩია და ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ.
მილანურ დერბიმდე ორი შეხვედრაა და შევეცდებით, ორივეში გავიმარჯვოთ", - თქვა ხავიერ ძანეტიმ.