ალესანდრო დელ პიერო: თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობთ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვების შანსებზე ისაუბრა.

"დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თუ გეტყვით, რომ სკუდეტოზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ჩემპიონობას მათემატიკურად გავიფორმებთ.

თუმცა მაინც აღვნიშნავ, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჩემპიონატში, თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობთ.

"ნოვარასთან" მატჩი რთული იქნება. საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ეს შეხვედრა სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა", - თქვა დელ პიერომ.

მომზადებულია Premio Gentleman-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული