42 წლის სპეციალისტის ამჟამინდელი შეთანხმება 2013 წლის ივლისამდეა გათვალისწინებული, თუმცა "ბიანკონერის" ხელმძღვანელობამ ჩემპიონატის დასრულებამდე ვეღარ მოითმინა და მთავარ მწვრთნელს თანამშრომლობის გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელი ახალ კონტრაქტს 2015 წლამდე გააფორმებს, რომლის თანახმად, სეზონში ხელფასად, სულ ცოტა, 3 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხაში ბონუსები და პრემიები არ შედის.
ამრიგად, ანტონიო კონტე სერია A-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.