რაც შეეხება სილვას, 25 წლის ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ შაბათისთვის მომჯობინებას მოასწრებს – 19 სექტემბერს სერია A-ს მორიგ ტურში მილანელები "კატანიას" მასპინძლობენ.
"თავს კარგად ვგრძნობ. პარასკევს დილით წვრთნასაც განვაახლებ და მწვრთნელიც გადაწყვეტს, "კატანიას" წინააღმდეგ ვითამაშებ თუ არა", - ამბობს ტიაგუ სილვა.