კონტრაქტი კონტესთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, მაშინ, როდესაც "იუვეს" ერთი ნაბიჯი უკლია სკუდეტომდე.
სამაგიეროდ, ლუის ენრიკეს აქვს შავად საქმე და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტს.
ესპანელმა სპეციალისტმა "კორიერე დელო სპორტს" მოკლე კომენტარი მისცა და შემდეგი განაცხადა:
"ერთი წუთითაც არ მინანია, რომ იტალიაში ჩამოვედი
თავს ვერ დავდებთ, რომ ლუის ენრიკეს "რომადან" წასვლის საკითხი 100%-ით გადაწყვეტილია, მაგრამ მისი კომენტარი სწორედ ამაზე მეტყველებს.
პრინციპში, გასაკვირი არ იქნება თუ ესპანელს იტალიის დატოვება მოუწევს, რადგან ბოლო პერიოდში, "ჯალოროსის" თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. საინტერესოა, რომ უკვე არერთი ცნობა ვრცელდება ენრიკეს შესაძლო მემკვიდრესთან დაკავშირებით, სულ ბოლო ინფორმაციით კი დიდია შანსი, დედაქალაქური გუნდი ანდრე ვილაშ-ბოაშმა ჩაიბაროს.
ბოლო პერიოდში, აქტიურად მუსირებდა აზრი ფრანჩესკო გვიდოლინის ":უდინეზედან" შესაძლო აბარგების შესახებ და არც ეს არის გასაკვირი, რადგან ფრიულურ გუნდს ბოლო ცხრა შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. შედეგად, "უდინეზე" ნელნელა დაშორდა ჩემპიონთა ლიგის ზონას და ბევრს აღარ სჯერა, რომ სამეულში შესვლას მოახერხებს.
მიუხედავად ამისა, გვიდოლინი რჩება "უდინეზეში" და ამის შესახებ თვით უდინური კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა.
მოკლედ, უქმეების წინ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში მეტწილად სამწვრთნელოი საკითხები წყდება, მოახლოებულ თამაშებზე კი ქვემოთ ვისაუბროთ.
ბრძოლა ევროსაგზურებისთვის
28 აპრილს შეხვედრებიდან ყველაზე გამორჩეული "რომა"-"ნაპოლის" დაპირისპირებაა. თვითონ რომაელები აღარ მალავენ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვეღარ შესწვდებიან და ევროპის ლიგაზე აქვთ სწორება; აი, ნეაპოლელები კი ახლოს არიან სამეულთან და დედაქალაქში მხოლოდ სამი ქულის ასაღებად ჩადიან.
ამად იყო, "ნაპოლის" პრეზიდენტმა ფეხბურთელებს თავდადებისკენ რომ მოუწოდა - აურელიო დე ლაურენტისმა მგზნებარი სიტყვა წარმოსთქვა და იქვე დაამატა, თუ სამეულში შევედით, საზაფხულო ტრანსფერები თქვენ მერე ნახეთო.
ესეკილ ლავეცი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ ფორმაში არაა და სავარაუდიდ, სათადარიგოთა სკამზე იქნება. ვალტერ მაცარი ისევ 3-5-1-1 ტაქტიკას აირჩევს და ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდს, ედინსონ კავანის უკნიდან მარეკ ჰამშიკს დაახმარს.
რაც შეეხება "რომას", ენრიკე 4-3-1-2-ზე შეჩერდება და წინა ხაზზე ახალგაზრდა ფორვარდებს: ფაბიო ბორინის და ბოიან კრკიჩს გაამწესებს; მათ უკან ვეტერანი ფრანჩესკო ტოტი იმოქმედებს და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.
ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტადიო ფრიულიზე" გაიმართება, სადაც "უდინეზე" "ლაციოს" უმასპინძლებს. თუ რატომ არის ეს მატჩი ცენტრალური, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ორივე გუნდი გააფთრებით იბრძვის.
"ბიანკოჩელესტე" ჯერ კიდევ ინარჩუნებს მესამე ადგილს, მაგრამ ბოლო დროს, საშინლად გამოიყურება და შესაბამისად, უდინურ მატჩში ფავორიტად ვერაფრით შევრაცხავთ. შანსები თანაბარია და როგორ განვითარდება მოვლენები, ერთი ღმერთმა იცის. ერთი კია, მიმდინარე სეზონში "ლაციო" სწორედ ასეთ შეხვედრებში ვარგა და იქნებ, ტრადიცია არც უდინეში დაარღვიოს.
ტრავმირებული ფეხბურთელები "ლაციოსაც" ჰყავს და "უდინეზესაც", ამიტომ, ამ თემაზე აღარ შევჩერდებით; მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ ორივე გუნდი ერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტევს და აქცენტი ნახევარდაცვის გამაგრებაზე გაკეთდება.
რომაელთაგან ერთადერთი ფირვარდი ტომაზი როკი იქნება, ფრიულელები კი ტრადიციულად ანტონიო დი ნატალეზე ჩამოვლენ ფსონს - ვნახოთ, რომელი ვეტერანი გაირჯება უკეთესად...
სკუდეტოს მაძიებელნი
"მილანს" ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას პირველ ადგილზე დაასრულებს. დიდწილად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მასიმილიანო ალეგრის ბედი, რომლის შესაძლო შემცვლელებზე უკვე აქტიურად ლაპარაკობენ.
"მილანი" "სიენას" ესტუმრება და თქმა არ სჭირდება რომ მხოლოდ სამი ქულისთვის ითამაშებს. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ალეგრი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტანდემს დაეყრდნობა, გამთამაშებლის პოზიციაზე კი კევინ პრინს ბოატენგი გაირჯება.
ალეგრის თქმით, ტოსკანაში ქულების დატოვება სკუდეტოს დაკარგვის ტოლფასია და ამაში აბსოლუტურად მართალია - წინ მართლაც საინტერესო მატჩი გველის და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
"იუვენტუსი" ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს, "ნოვარას" სტუმრებს და უდავო ფავორიტად ითვლება. თუმცა, თუ ტურინელთა ჩეზენაში სტუმრობას გავიხსენებთ, რაიმეზე გადაჭრით საუბარი ნანდვილად გაგვიჭირდება.
"ნოვარა" ბრძოლას ჰპირდება მეტოქეს და პრინციპში, რატომაც არა - წინა ტურში ხომ ატილიო ტესერის შეგირდებმა "ლაციო" გააკრეს ბეჭებზე.
ანტონიო კონტე სულ ერთი და იგივეს იმეორებს: არ უნდა მოვდუნდეთ, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, ჯერ ყველაფერი წინაა, ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე ჯიბეში გვიდევს და ა.შ. კონტე 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და თავდასხმაში მირკო ვუჩინიჩს ფაბიო კვალიარელას შეუწყვილებს.
ვნახოთ, შედგება თუ არა დაპირებული ბრძოლა აუტსაიდერსა და ლიდერს შორის...
სერია A. XXXV ტური
28 აპრილი
კალიარი-კიევო 20.00
დისკვალიფიკაცია: ცეზარი (კიევო).
ტრავმა: ერიკსონი, დესენა, რუი სამპაიო, ელ ქაბირი - ფაკინელი, გულანი, მოსკარდელი, ანდრეოლი.
პალერმო-კატანია 20.00
ტრავმა: ბალცარეტი, დელა როკა - ალმირონი, ებაგუა, ისკო, ბარიენტოსი, პალიალუნგა, პოტენცა.
რომა-ნაპოლი 22.45
დისკვალიფიკაცია: ლამელა, ოსვალდო, დე როსი (რომა).
ტრავმა: ბურდისო, ჟუანი, ლობონტი, სტეკელენბურგი - დონადელი, კამპანიარო.
29 აპრილი
ბოლონია-ჯენოა 14.30
დისკვალიფიკაცია: იანკოვიჩი (ჯენოა).
ტრავმა: კრესპო, პერესი, პულცეტი, ჟილე, კაზარინი, კრხინი, რამირესი (ბოლონია).
ატალანტა-ფიორენტინა 17.00
დისკვალიფიკაცია: სტენდარდო, ჩიგარინი - ბორუცი.
ტრავმა: ბრიგი, მარილუნგო, კაპელი - კროლდრუპი, ამაური, ვარგასი, მონტოლივო, ჩერჩი.
ინტერი-ჩეზენა 17.00
დისკვალიფიკაცია: სტანკოვიჩი - მორასი, რენელა, კოლუჩი.
ტრავმა: კასტაინოსი, სამუელი, ძანეტი, კივუ - პუდილი, მარტინიო, კალდერონი, მარტინესი.
ლეჩე-პარმა 17.00
დისკვალიფიკაცია: კუადრადო (ლეჩე).
ტრავმა: ჟულიო სერჟიო - მარიგა, ძაკარდო.
ნოვარა-იუვენტუსი 17.00
დისკვალიფიკაცია: მორგანელა - მატრი.
ტრავმა: ჯედა, მარიანინი, უიკანი - პეპე.
სიენა-მილანი 17.00
დისკვალიფიკაცია: როსი (სიენა).
ტრავმა: ჯორჯი, კალაიო, ანჯელო - ინძაგი, რომა, პატო, ამბროზინი.
უდინეზე-ლაციო 22.45
დისკვალიფიკაცია: ფლორო ფლორესი - კანდრევა.
ტრავმა: ბადუ, კოდა, ფერონეტი - მაკინვა, ერნანესი, რადუ, ლულიჩი, კლოზე, სტანკევიჩუსი, ბროკი.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 34 20 14 0 58-18 74
2. მილანი 34 21 8 5 64-27 71
3. ლაციო 34 16 7 11 50-43 55
4. ნაპოლი 34 14 12 8 60-41 54
5. უდინეზე 34 14 10 10 45-35 52
6. ინტერი 34 15 7 12 50-46 52
7. რომა 34 15 5 14 53-48 50
8. კატანია 34 11 13 10 44-46 46
9. პარმა 34 11 11 12 46-51 44
10. ატალანტა 34 12 13 9 38-36 43
11. კიევო 34 11 10 13 30-41 43
12. სიენა 34 11 10 13 42-36 43
13. ბოლონია 34 10 12 12 35-40 42
14. კალიარი 34 10 11 13 36-42 41
15. ფიორენტინა 34 10 11 13 34-39 41
16. პალერმო 34 11 8 15 47-53 41
17. ჯენოა 34 9 9 16 44-63 36
18. ლეჩე 34 8 11 15 38-51 35
19. ნოვარა 34 6 10 18 29-57 28
20. ჩეზენა 34 4 10 20 21-51 22
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
24 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 21 - კავანი (ნაპოლი); 20 - დი ნატალე (უდინეზე), მილიტო (ინტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტოსკანაში ქულების დატოვება სკუდეტოს დაკარგვის ტოლფასია