მასიმილიანო ალეგრი: ახლა, "სიენა" უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალგერიმ "სიენასთან" დღევანდელი მატჩის წინ განაცხადა, რომ ჯერჯეობით თავის მომავალ კლუბზე არ ფიქრობს.

"ჩემი თავის შეფასება არ მსურს, დაე ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, როგორ შევასრულებ ჩემს სამუშაოს. 13 მაისს მიმდინარე სეზონის შედეგებს შევაჯამებთ. ჩემი მომავლის შესახებ ცნობები არ მაინტერესებს. 13 მაისამდე ჩემს თანამდებობაზე დავრჩები, შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება.

საჩემპიონო რბოლაში ისევ ვმონაწილეობთ, "მილანს" ტიტულის მოგების შანსი აქვს, იმის მიუხედავდ რომ ყველაფერი პირველ რიგში "იუვენტუსზეა" დამოკიდებული. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვჭირდება "სიენასთან" მატჩში მოგებაა", - აღნიშნა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული