ლუის ენრიკე: რომაელი ულტრასების ტრიბუნასთან არასდროს მივალ

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ რომაული კლუბის ფანების მხარდაჭერის მოსაპოვებლად მატჩების შემდეგ ულტრასების ტრიბუნა "კურვესთან" მისვლას არ აპირებს.

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის "ნაპოლისთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა ფრანჩესკო ტოტის გადაწყვეტილება - ულტრასების ტრიბუნასთან მისულიყო, შეაფასა.

"ეს ფრანჩესკოს ბრწყინვალე ჟესტი იყო ფანატების მიმართ. მე მას არ გავყევი, რადგან მათი მხრიდან გაუაზრებელი საქციელისთვის საბაბი არ მიმეცა. რაც არ უნდა მოხდეს ულტრასების ტრიბუნასთან ვერასდროს დამინახავთ. იმ შემთხვევაშიც კი "რომამ" ზედიზედ 10 ან 20 მატჩი რომ მოიგოს...

ფეხბურთელებისთვის ფანებთან
ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელობისას ფანების ყურადღების მიპყრობით მეც სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ ახლა უკვე მწვრთნელი ვარ", - განაცხადა ლუის ენრიკემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული