28 აპრილს გამართული მატჩებიდან ყველაზე საინტერესო რომაული დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგნენ.
"რომამ" "ნაპოლი" მიიღო და წინასწარვე ცხადი იყო, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" დიდი ბრძოლა გაჩაღდებოდა. პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა... ტაიმის დამთავრებამდე დაახლოებით ხუთი წუთი რჩებოდა, როდესაც მარკინიომ გამოიდო თავი და უზუსტესი დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0.
მეორე ტაიმში რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთი ვიხილეთ, რაც, პირველ რიგში, ნეაპოლელთა დამსახურებაა. ვერ გეტყვით, ასეთი რა უთხრა ვალტერ მაცარიმ შეგირდებს შესვენების დროს,
მარტო კრისტიან მაჯოს ორჯერ მაინც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდა. ძალიან აქტიური იყო კამილო ცუნიგა და სწორედ მის ანგარიშზეა გამათანაბრებელი გოლი - 49-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კამილომ ბურთი მარცხენა ფრთაზე მიიღო, ერთ მცველს შესანიშნავად აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით ბოგდან ლობონტის კარის შორეული კუთხე დალაშქრა, 1:1.
ცუნიგას გოლი მართლაც ულამაზესი გამოდგა, რამაც კიდევ უფრო გაახელა ისედაც მოგებაზე შემართული ნეაპოლელები. შეტევას შეტევა მოსდევდა, რამაც შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო - ამჯერად საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ედინსონ კავანიმ მიიღო, წინ წაიწია, კარგად გაისწორა და უძლიერესი დარტყმით ლობონტი კიდევ ერთხელ დატოვა ხელმოცარული, 1:2.
აი, ამის შემდეგ კი ნეაპოლელები ცოტა დაწყნარდნენ, უფრო მეტი ყურადღება საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანეს და შეცდნენ კიდეც - თამაშის დასრულებამდე ორიოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც შეცვლაზე შესულმა რომაელებმა საგოლე შეტევა გამოჭედეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - მარცხენა ფრთაზე 19 წლის კოტდივუარელმა ნახევარმცველმა, ტალომ გაინავარდა და საჯარიმოშიც დროულად ჩაკიდა. იქ კი ყველას მოსუქებულმა ფაბიო სიმპილისიომ დაასწრო და ბურთი მორგან დე სანკტისის კარის ბადეში გაახვია, 2:2.
ნამატჩევს ლუის ენრიკემ შეგირდები შეაქო და დასძინა, "რომა" მებრძოლი გუნდია, რომელმაც ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინაო.
ვალტერ მაცარიმ ბედს შესჩივლა, რამდენიმე ბავშვური შეცდომა რომ არა, აუცილებლად მოვიგებდით და უმნიშვნელოვანეს ქულებს ჩავიწერდით აქტივშიო. თუმცა იქვე დაამატა, რომ ქულასაც არა უშავსო და თანაც, სამხრეთელებს გადამწყვეტი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ ელით.
ოთხი უპასუხო
განსაკუთრებული ყურადღება "იუვენტუსისკენ" არის მიმართული და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან სკუდეტოს ბედი სწორედ ტურინული გრანდის ხელშია.
ანტონიო კონტეს გუნდი "ნოვარას" ესტუმრა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. არადა, ბევრს ეგონა, რომ აუტსაიდერი ლიდერს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა და ბრძოლა შედგებოდა. ბრძოლა არ შედგა, სტუმრებმა მალევე შეაგდეს პირველი გოლი და შემდეგ მიაყოლეს და მიაყოლეს...
მორიგი საუცხოო შეხვედრა ჩაატარა მირკო ვუჩინიჩმა, რომელმაც ორჯერ დალაშქრა "ნოვარას" კარი. თითო გოლი კი მარკო ბორიელომ და არტურო ვიდალმა მიითვალეს აქტივში. ტურინელებს ერთი იმდენის გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ მართლა 8:0-ს ხომ არ მოიგებდნენ? ამიტომ ოთხი იკმარეს და ტურინში ვალმოხდილნი დაბრუნდნენ.
ნამატჩევს ანტონიო კონტემ მოკლე კომენტარი გააკეთა:
"ყველაფერი ჩვენ ხელშია და ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა. მართალია, გვაქვს საშუალება, ერთი მატჩი სულაც ჩავაგდოთ, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი გაუმართლებელია. დარჩენილ სამ შეხვედრაში ცხრა ქულა უნდა მოვიპოვოთ. ესაა ჩვენი მიზანი და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. ამას იქით თითოეული დაპირისპირება ჩემი ცხოვრების მატჩია და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება".
ვეჭვობთ, "მილანი" ტყუილად ირჯება, მაგრამ რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება სასკუდეტო ინტრიგა, მით უკეთესი ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, როგორც იქნა, მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. "იუვენტუსის" მსგავსად, "როსონერიმაც" ოთხჯერ გაუტანა მეტოქეს, მაგრამ ერთი საპასუხო მიიღო და საბოლოოდ 4:1 ლომბარდიელთა სასარგებლოდ...
დამარცხებული კი "სიენაა", გუნდი, რომელიც, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, უმოტივაციოდ თამაშობს და შესაძლოა, ამადაც დანებდა ასე იოლად.
კასანომ გაიხსენა
მილანელებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს და ეს ანტონიო კასანომ გააკეთა - იტალიის ნაკრების ფორვარდი მეკარისაგან ასხლეტილ ბურთს დაუხვდა და კარში შეაგორა, 1:0.
მეორე გოლი კასანოს საგოლე გადაცემას მოჰყვა, როდესაც საჯარიმოში ბურთი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიიღო, ერთი კარგად გაისწორა და უძლიერესი დარტყმით ტოსკანელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა, 2:0.
კარგა ხანი ასე გაგრძელდა. თამაშის დასრულებამდე 7-8 წუთით ადრე კი ბოგდანმა ერთი ბურთი გაქვითა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა.
ტოსკანელები დიდი ძალებით გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, ზონები მოაშიშვლეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვეს - ჯერ ანტონიო ნოჩერინო გამოირჩა, შემდეგ ზლატანმა შეასრულა დუბლი და საბოლოოდ 4:1 "მილანის" სასარგებლოდ.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლა კულმინაციას უახლოვდება - თუმცა, ალბათ, ეს უკვე არის კიდეც კულმინაცია, რადგან XXXV ტურის შემდეგ ერთდროულად ოთხ გუნდს თანაბარი რაოდენობის ქულა აქვს აქტივში.
ეს ამბავი "ინტერის" მორიგმა გამარჯვებამ და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, "უდინეზეს" მიერ "ლაციოს" ძლევამ განაპირობა.
ფრიულელებმა ორი უპასუხო გოლის წყალობით დაამარცხეს რომაელები. იქიდან პირველი ანტონიო დი ნატალეს ანგარიშზეა, ხოლო მეორე შეცვლაზე შესულმა პერეირამ გაიტანა.
სერია A. XXXV ტური
კალიარი-კიევო 0:0
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, ასტორი, არიაუდო, აგოსტინი - კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი - კოსუ - პინილია, რიბეირო (61. იბარბო).
კიევო (4-3-3): სორენტინო - დრამე, დაინელი (17. სარდო), ფრეი, აჩერბი - ბრედლი, ლუსიანო, სამარკო - თერეუ, პელისიერი (90. ურიბე), პალოსკი (77. ჰეტემაი).
გაფრთხილება: დრამე, ფრეი (კიევო).
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 2-8; კარში დარტყმა: 15(4)-8(1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 10 000
პალერმო-კატანია 1:1
პალერმო (3-4-2-1): ვივიანო - სილვესტრი, მუნიოსი, მანტოვანი - ბარეტო, მილიაჩო, დონატი, ბერტოლო (88. ასკუა) - ილიჩიჩი (85. ზაჰავი), მიკოლი - ბუდანი (82. ბუდანი).
კატანია (4-4-2): კარიცო - სპოლი, მოტა, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი (67. სეიმური), ისკო, ლოდი, გომესი - ბარიენტოსი (75. ლიამა - 78. კატელანი), ბერგესიო.
გოლები: 0:1 ლეგროტალიე (25), 1:1 მიკოლი (47).
გაფრთხილება: ილიჩიჩი, მიკოლი - სპოლი, ლეგროტალიე, ბარიენტოსი.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10(4)-11(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 18 000
რომა-ნაპოლი 2:2
რომა (4-3-3): ლობონტი - როზი, კიაერი, ჰაინცე, ტადეი - გაგო (80. გრეკო), პიანიჩი (73. სიმპილისიო), მარკინიო - ტოტი, ბოიანი (73. ტალო), ბორინი.
ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - ფერნანდესი, კანავარო, არონიკა - მაჯო, ჯემაილი (52. პანდევი), ინლერი, გარგანო, ცუნიგა - ჰამშიკი - კავანი (73. ლავეცი).
გოლები: მარკინიო (41), 1:1 ცუნიგა (49), 1:2 კავანი (68), 2:2 სიმპილისიო (88).
გაფრთხილება: ჰაინცე, ტადეი, გაგო, მარკინიო, სიმპილისიო - ჯემაილი.
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 12(6)-9(7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 38 000
ბოლონია-ჯენოა 3:2
ბოლონია (3-4-2-1): ალიარდი - რაჯი (71. ანტონსონი), პორტანოვა, კერუბინი - გარიჩი, მორლეო, მუდინგაი, ტაიდერი - რამირესი (64. ბელფოდილი), დიამანტი (83. კონე) - დი ვაიო.
ჯენოა (4-4-1-1): ფრეი - მესტო, გრანკვისტი, კალაძე, მორეტი - როსი (70. ზე ედუარდო), კუჩკა, ბელუსკი (62. ხორკერა), ბირსა (46. ბიონდინი) - სკული - პალასიო.
გოლები: 1:0 პორტანოვა (24), 2:0 რამირესი (38), 2:1 პალასიო (59), 3:1 გარიჩი (67), 3:2 ხორკერა (77).
გაფრთხილება: მუდინგაი - მესტო, მორეტი, როსი.
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 22-11; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 8(4)-11(6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 000
ატალანტა-ფიორენტინა 2:0
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, მანფრედინი, ლუკინი, პელუზო - კაცოლა, სკელოტო (59. რაიმონდი), კარმონა, ბონავენტურა (71. პინტუ) - მორალესი (79. გამბერინი) - დენისი.
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ნასტასიჩი, ნატალი, კამპორეზე - პასკუალი, კასანი (65. დე სილვესტრი), ხარჯა, ბერამი (46. სალიფუ), ლაძარი - ლიაიჩი (56. აკოსტი), იოვეტიჩი.
გოლები: 1:0 დენისი (11), 2:0 ბონავენტურა (51).
გაფრთხილება: მანფრედინი, პელუზო, კაცოლა, რაიმონდი - კამპორეზე, კასანი.
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 10(8)-8(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 20 000
ინტერი-ჩეზენა 2:1
ინტერი (4-3-2-1): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო - გუარინი, კამბიასო, ობი - ალვარესი (67. სარატე), სნეიდერი (80. პოლი) - პაცინი (60. მილიტო).
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - ჩეკარელი (85. დოკოვიჩი), ჩეკარელი, ბენალოუანე, როდრიგესი - კომოტო (65. მარტინიო), გუანა, სანტანა, პაროლო - მუტუ (75. ლოლი), იაკვინტა.
გოლები: 0:1 ჩეკარელი (57), 1:1 ობი (59), 2:1 სარატე (72).
გაფრთხილება: ბენალოუანე, სანტანა (ჩეზენა).
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 24(9)-9(2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 55 000
ლეჩე-პარმა 1:2
ლეჩე (3-5-2): ბენასი - მილიონიკო, ესპოზიტო, ტომოვიჩი - დი მატეო, ჯაკომაცი (60. ობოდო), ბერტოლაჩი (46. ოდო), ბლაზი, დელვეკიო - მურიელი (73. სეფეროვიჩი), დი მიკელე.
პარმა (3-5-2): მირანტე (62. პავარინი) - ფელტშერი, პალეტა, ლუკარელი - ჯონათანი (60. ბიაბიანი), ვალდესი, ვალიანი, გალოპა, გობი - ჯოვინკო (81. ოკაკა), ფლოკარი.
გოლები: 0:1 ჯოვინკო (67), 0:2 პალეტა (78), 1:2 ტომოვიჩი (83).
გაფრთხილება: მილიონიკო - ფელტშერი, გობი.
გაძევება: ესპოზიტო (90. ლეჩე).
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 12(4)-10(2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 22 000
ნოვარა-იუვენტუსი 0:4 (იხილეთ ვიდეო)
ნოვარა (5-3-2): ფონტანა - დელაფიორე (46. გაბრიელ სილვა), ლიზუძო, პაჩი, გარსია - პეშე, ჯემიტი, პორკარი, მაძარანი (67. რადოვანოვიჩი) - რიგონი, კარაჩოლო (51. მორიმოტო).
იუვენტუსი (3-5-3): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო (60. დე ჩელიე), პირლო, ვიდალი (56. პადოინი), ჯაკერინი - ვუჩინიჩი (65. ელია), ბორიელო.
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (16), 0:2 ბორიელო (40), 0:3 ვიდალი (50), 0:4 ვუჩინიჩი (64).
გაფრთხილება: პეშე (ნოვარა).
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9(2)-20(10); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 12 000
სიენა-მილანი 1:4 (იხილეთ ვიდეო)
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, ტერცი (36. კონტინი), როსეტინი, დელ გროსო - მანინი, გაცი, ვერგასოლა, ბრიენცა - დესტრო, ლარონდო (54. ბოლცონი).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ბონერა, იეპესი, მესბა - ვან ბომელი, მუნტარი (60. აკვილანი), გატუზო (75. ნოჩერინო) - ბოატენგი (80. ელ შაარავი) - კასანო, იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 კასანო (26), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (29), 1:2 ბოგდანი (83), 1:3 ნოჩერინო (90), 1:4 იბრაჰიმოვიჩი (90).
გაფრთხილება: ტერცი, დელ გროსო - გატუზო, ვან ბომელი.
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 7(4)-9(8); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 12 000
უდინეზე-ლაციო 2:0
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, აბდი (59. პერეირა), ასამოა, პინცი, პასკუალე - ფაბრინი (72. ფერნანდესი) - დი ნატალე (78. ტორიე).
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი - სკალონი, დიასი, ბიავა (43. დიაკიტე), კონკო - გარიდო (70. კოზაკი), ლედესმა, გინსალესი, მათუზალემი (37. ცანა) - მაური - როკი.
გოლები: 1:0 დი ნატალე (69), 2:0 პერეირა (90).
გაფრთხილება: ბენეტია, პინცი, აბდი, ფაბრინი, დი ნატალე - სკალონი, მათუზალემი, ცანა.
გაძევება: დიაში (94)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13(6)-6(1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 25 000
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 35 21 14 0 62-18 77
2. მილანი 35 22 8 5 68-28 74
3. ნაპოლი 35 14 13 8 62-43 55
4. უდინეზე 35 15 10 10 47-35 55
5. ინტერი 35 16 7 12 52-47 55
6. ლაციო 35 16 7 12 50-45 55
7. რომა 35 15 6 14 55-50 51
8. პარმა 35 12 11 12 48-52 47
9. კატანია 35 11 14 10 45-47 47
10. ატალანტა 35 13 13 9 40-36 46
11. ბოლონია 35 11 12 12 38-42 45
12. კიევო 35 11 11 13 30-41 44
13. სიენა 35 11 10 14 43-40 43
14. კალიარი 35 10 12 13 36-42 42
15. პალერმო 35 11 9 15 48-54 42
16. ფიორენტინა 35 10 11 14 34-41 41
17. ჯენოა 35 9 9 17 46-66 36
18. ლეჩე 35 8 11 16 39-53 35
19. ნოვარა 35 6 10 19 29-61 28
20. ჩეზენა 35 4 10 21 22-53 22
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
ბომბარდირები
26 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 22 - კავანი (ნაპოლი); 21 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - მილიტო (ინტერი).
მომდევნო ტური
1 მაისი: კიევო-რომა, ნაპოლი-პალერმო.
2 მაისი: მილანი-ატალანტა, კატანია-ბოლონია, ჯენოა-კალიარი, პარმა-ინტერი, იუვენტუსი-ლეჩე, ფიორენტინა-ნოვარა, ლაციო-სიენა, ჩეზენა-უდინეზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"