ფაბიო კვალიარელამ ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი ორი სეზონით გააგრძელა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა ფაბიო კვალიარელამ კლუბთან 2013 წლამდე მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა.

ასე რომ, ფეხბურთელი "იუვენტუსის" განკარგულებაში 2015 წლის 30 ივნისამდე იქნება.

მიმდინარე სეზონში ტრავმებით გატანჯულმა 29 წლის ფეხბურთელმა ტურინულ კლუბში 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 5 ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული