"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელსაც მთელი სეზონის მანძილზე აკრიტიკებენ, განაცხადა, რომ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.
"კიევოსთან" იტალიის ჩემპიონატის მატჩის წინ ესპანელმა სპეციალისტმა თქვა:
"ახლა მხოლოდ ერთი საკითხი მაინტერესებს - როგორ მოვამზადო გუნდი "კიევოსთან" მატჩისთვის. იმაზე ფიქრიც კი არ მსურს, რომ "რომა" ამ მატჩს ვერ მოიგებს. თუ ასე მოხდა, ევროტურნირებზე გასვლის შანსს დავკარგავთ.
ჩემი მომავალი? მოვა დრო და ყველაფერს თავად ვიტყვი. 100 პროცენტით ზუსტად ვიცი, სად გაგრძელდება ჩემი კარიერა.
ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ "რომას" თავკაცობა მეამაყება", - თქვა ესპანელმა.
17:31 30-04-2012
ლუის ენრიკე: ზუსტად ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბარსაში დაბრუნდება და ვილანოვას თანაშემწე იქნება..
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული