ანდრე ვილაშ-ბოაში შესაძლოა "რომას" ჩაუდგეს სათავეში

AutoSharing Option
პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელიც მიმდინარე სეზონში ლონდონის "ჩელსიში" მუშაობდა და წარუმატებელი შედეგების შემდეგ გაათავისუფლეს, იტალიური "რომას" თავკაცის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტზე წინასწარი მოლაპარაკება არსებობს, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები სერია А-ს სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება. რომაელთა ხელმძღვანელობა მზადაა, ესპანელი თავკაცი ლუის ენრიკე, რომელსაც სპეციალისტები და გულშემატკივრები ძალიან აკრიტიკებენ, გაათავისუფლოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული