კევინ პრინს ბოატენგი: მინდა ჩემს უბანში მცხოვრები ხალხისთვის მაგალითი ვიყო

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა კევინ პრინს ბოატენგმა საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა.

25 წლის განელმა აღნიშნა, რომ სურს იმ ხალხის გამოსაფხიზლებლად მაგალითი იყოს, რომლებიც მის მშობლიურ რაიონში ცხოვრობენ.

"ბერლინის ღარიბ უბანში გავიზარდე, ამის გამო ბავშვობაში "გეტოს ბავშვს" მეძახდნენ. დანაშაულის დონე იქ ძალიან მაღალი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უბედური ვიყავი. ძალიან მინდა ახლა იმ ხალხისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ, გმირი და სამაგალითო ვიყო.

რაც შეეხება ჩემს ძმას ჯერომს, სრულიად განსხვავებულ პირობებში ვიზრდებოდით. მიუხედავად ამისა, კარგ მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ", - განაცხადა კევინ პრინს ბოატენგმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული