"ძალიან ძნელია ისე თამაში, როცა შენზე არაფერია დამოკიდებული და უნდა ელოდო, რას იზამს "იუვენტუსი".
თუმცა გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა - "ატალანტასთან" (2:0) სამი ქულა ავიღეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც ჩემპიონობის ღირსია. წინ კიდევ ორი შეხვედრაა და ვლოცულობ, რომ ტურინელებს ფეხი დაუცდეთ. მაშინ მათ გასწრებას შევძლებთ", - თქვა მუნტარიმ.