"ასე გამოვიდა, რომ მიმდინარე სეზონში სამსახური შეგვიძლია ან "მილანს" გავუწიოთ, ან "იუვენტუსს". რომელი ავირჩიოთ? არცკი ვიცი, ჩემთვის განსხვავება არ არსებობს.
"ინტერისთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა დასრულდა თუ არა? რთული სათქმელია, ეს ჩემპიონატი ძალიან ძნელად პროგნოზირებადია. თუმცა ჩვენი ბოლო შედეგი ამ საქმეში ნამდვილად ვერ დაგვეხმარება.
"პარმასთან" (1:3) მატჩი არცთუ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა მილანური დერბი გველის, რომელიც უნიკალური დაპირისპირებაა", - განაცხადა მორატიმ.