24 წლის უკანახაზელი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად ასპარეზობს და გასაკვირი არაა, რომ იტალიურ გრანდთა ყურადღება მიიქცია.
მისი გადაბირება "ინტერის" მესვეურებსაც სურდათ, მაგრამ თუ აპენინურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, თავად ფეხბურთელმა არჩევანი "როსონერიზე" შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ მასმედიამ ეს ტრანსფერი უკვე შემდგარად გამოაცხადა, თავად ფრანჩესკო ჟურნალისტებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ოცნების ახდენასთან ძალიან ახლოსაა:
"ხელშეკრულება ჯერ ნამდვილად არ გამიფორმებია და მიკვირს, საიდან ვრცელდება ასეთი ცნობები. ისე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"