"ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა დავემშვიდობო ფლორენციას. არ ვიცი, ასეთ დროს რა უნდა ვთქვა. ამიტომ ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ.
ამ კლუბში შესანიშნავი პერიოდი გავატარე, რომელიც, სამწუხაროდ, დასრულდა.
ძალიან ვნანობ "ნოვარასთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო. მინდა ბოდიში მოვუხადო კლუბს, გულშემატკივრებს და ლიაჩის", - განაცხადა როსიმ.
ამის შემდეგ სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სერბმა ფეხბურთელმა მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა.
"არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. თუ
ამავე დროს, მესმის, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ჩემი საქციელი სუფთა ადამიანურად გამართლებულია", - თქვა როსიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით