რომაული კლუბი მისი ხელმძღვანელობით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილისთვის იბრძვის. თუმცა გუნდმა დასახულ მიზანს რომც მიაღწიოს, რეია თანამდებობას მაინც შეელევა.
"ბიანკოჩელესტის" ახალი თავკაცი 45 წლის სპეციალისტი ჯანფრანკო ძოლა იქნება. იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო გამოცდილება 2008-2010 წლებში ლონდონურ "ვესტ ჰემში" მუშაობით იწურება.
შეგახსენებთ, რომ რეიას "ლაციოს" დატოვება უკვე მიმდინარე სეზონის შუაგულში სურდა, თუმცა მაშინ კლუბის ხელმძღვანელობამ სპეციალისტი სეზონის ბოლომდე დარჩენაზე დაითანხმა.