სერია A. XXXVII ტური: როგორც ძველ, კარგ დროს - "იუვენტუსი" ჩემპიონია!

AutoSharing Option
ვიდეო
ჩემპიონთა ლიგა
ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მესამე საგზურის მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად "ნაპოლი" მიიჩნეოდა, მაგრამ გასულმა უქმეებმა სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა - ვალტერ მაცარის გუნდი "ბოლონიას" ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, მწარე მარცხი იწვნია.

დიახ, "ნაპოლიმ" სამივე ქულა "სტადიო რენატო დალ არა"-ზე დატოვა და ძალიან დაშორდა სანუკვარ მიზანს. "ბოლონიამ" თითო ტაიმში თითო გოლი მიართვა მეტოქეს და ჩვეულ სტილში გაამწარა გაცილებით მოტივირებული მეტოქე. დიახ, "ბოლონიას" სჩვევია ასეთი რამეები და განსაკუთრებით, საკუთარ კედლებში.

ნამატჩევს ვალტერ მაცარის დანა პირს არ უხსნიდა, მაგრამ ორი წინადადება მაინც
ამოღერღა:

"ვიცოდი, რომ წინ რთული მატჩი გველოდა, მაგრამ ასეთ რამეს მაინც ვერ წარმოვიდგენდი. ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩავატარეთ მიმდინარე სეზონში, რისი ახსნაც მიჭირს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგირდებთან სასაყვედურო მაქვს. მათ ვერ შეასრულეს ჩემი დავალებები და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ".

სამაგიეროდ, ფრანჩესკო გვიდოლინია ძალიან გახარებული, რადგან მისმა "უდინეზემ" უმთავრესი კონკურენტის წაფორხილებით კარგად ისარგებლა, "ჯენოა" დაამარცხა და მესამე ადგილზე აინაცვლა. გენუური გუნდის წაქცევა მიმდინარე სეზონში ისედაც არაა რთული და მით უმეტეს, მაშინ, როდესაც პირველივე ტაიმში ორ მოთამაშეს გაუძევებენ - დიახ, "ჯენოა" ანტრაქტამდე დარჩა ცხრა ფეხბურთელით და შესაბამისად, მეორე ტაიმი ფიქციად იქცა. უდინელთაგან ერთი გოლი ანტონიო დი ნატალეს ანგარიშზეა, ხოლო მეორე ანტონიო ფლორესმა მიითვალა აქტივში.

აქვე უბედნიერეს გვიდოლინის მოვუსმინოთ:

"სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ვიქნებოდით. ისევე წარმატებულად რომ გვეთამაშა გასვლით შეხვედრებში, როგორც გასულ სეზონში, ნამდვილად სკუდეტოსთვის ბრძოლაში ვიქნებოდით ჩაბმულნი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს შეგირდებს, რომლებმაც ყველაზე საჭირო მომენტში მოიკრიბეს ძალები და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. ჩემს გუნდს აქვს თავი, გული და ფეხები - ეს სამი რამ კი წარმატების გარანტიაა".

ვერ გეტყვით, რომელი კომპონენტებით არის აღჭურვილი "ლაციო", მაგრამ ფაქტია, რომ გასულ უქმეებზე ამ გუნდმაც მოიგო და კვლავაც ინარჩუნებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსს.

ედუარდო რეიას შეგირდები, პრაქტიკულად, განახევრებული შემადგენლობით ესტუმრნენ "ატალანტას", მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში. რომაელთა პირველი გოლი ლიბორ კოზაკის ანგარიშზეა, მეორე კი ზედ საფინალო სასტვენის წინ ლორიკ ცანამ გაიტანა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევარში მოედანზე მიროსლავ კლოზე გამოჩნდა, რაც აბსოლუტურად ყველასთვის სიურპრიზი გახლდათ... უფრო სწორად, მოულოდნელობა გერმანელის სამატჩო განაცხადში მოხვედრა იყო, რადგან აქამდე არაერთხელ ითქვა, რომ მირო სეზონის ბოლომდე აღარ ითამაშებდა, რათა მისი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ.

როგორც ჩანს, კლოზე სრულიად გამოჯანმრთელდა და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში თანაგუნდელების დახმარება განიზრახა. მოკლედ, "ლაციომ" კლოზესთან ერთად ძალიან საჭირო გამარჯვება გამოჭედა და ბოლო ტურში "უდინეზეს" წაფორხილების იმედად იქნება.

ბოლო ტური მართლაც საინტერესო ბრძოლებს გვპირდება - "ლაციო" საკუთარ მოედანზე "ინტერს" უმასპინძლებს, "ნაპოლი" "სიენას" დაუხვდება, აი, "უდინეზე" კი "კატანიას" სტუმრობს; სიცილიელთა მათსავე მოედანზე ძლევა იოლი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფავორიტად მაინც უდინური გუნდი უნდა მივიჩნიოთ - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი გუნდისთვის სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს, მეორე კი სრულიად უმოტივაციოდ გახლავთ დარჩენილი.

და სანამ სასკუდეტო ბატალიებს მივადგებით, ისიც ვთქვათ, რომ "ფიორენტინასთან" საშინაო მარცხით "ლეჩემ", პრაქტიკულად, დატოვა ელიტური დივიზიონი და მომდევნო სეზონიდან სერია B-ში იასპარეზებს.

სკუდეტო
და რაც მთავარია - XXXVII ტურმა იტალიის სერია A-ს 2011/12 წლების სეზონის გამარჯვებული გამოავლინა და ეს გამარჯვებული ტურინის "იუვენტუსი" გახლავთ.

დიახ, ტურინულმა გრანდმა ტრიესტეში "კალიარის" მოუგო, "მილანმა" კი "ინტერთან" წააგო და სწორედ ამით დასრულდა ყველაფერი...

დერბი კი მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა - პირველი ტაიმი "ინტერის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა საყაიმო შედეგით დასრულდა; ანგარიში დიეგო მილიტომ გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ზუსტი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ მატჩის არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ "ნერაძურის" კარში საკამათო პენალტი დანიშნა. სამაგიეროდ, რეფერიმ მეორე ტაიმში "გამოასწორა შეცდომა" და უკვე "ინტერს" დაუნიშნა თერთმეტმეტრიანი და თანაც, ორი. ორივე მილიტომ აქცია გოლად - იქამდე კი ზლატანმა ითამაშა დიდებულად, ჟულიო სეზართან პირისპირ გავიდა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში - იმ მომენტში ანგარიში 2:1 გახდა "როსონერის" სასარგებლოდ და სწორედ ამას მოჰყვა მილიტოს პენლები.

სულ ბოლო აკორდი კი დუგლას მაიკონის შორეული, დიდებული დარტყმა გახლდათ და საბოლოოდ, 4:2 "ინტერის" სასარგებლოდ.

მილანური დერბის მიმოხილვა მთლად თანმიმდევრული და დალაგებული ვერ გამოგვივიდა. შესაძლოა, ბევრი ვერაფერი გაიგეთ, მაგრამ ეს არაა მთავარი - მთავარია, რომ "იუვენტუსი" სკუდეტოს მფლობელია.

ტურინელთაგან პირველი გოლი მირკო ვუჩინიჩმა გაიტანა, მეორე კი სარდინიელებმა თავიანთ კარში ჩაჭრეს - შედეგად, "იუვე" ჩემპიონია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღირსეული ჩემპიონი.

იტალია. სერია A. XXXVII ტური
ლეჩე-ფიორენტინა 0:1
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ესპოზიტო, მილიონიკო, ტომოვიჩი - ჯაკომაცი, ბერტოლაჩი (76. ოფერე), ბრივიო, ბლაზი, დელვეკიო (63. ჯანდონატო) - ბოჟინოვი (46. სეფეროვიჩი), დი მიკელე.
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ფელიპე (78. კამპორეზე), ნატალი, გამბერინი - პასკუალი, კასანი, ბერამი (28. მარკიონი), მონტოლივო (56. ლაძარი), ლაძარი - ოლივერა, ჩერჩი.
გოლი: 0:1 ჩერჩი (35).
გაფრთხილება: მილიონიკო, დელ ვეკიო, სეფეროვიჩი - ფელიპე, ჩერჩი, მარკიონი.
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 14(3)-6(3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 25 000

რომა-კატანია 2:2
რომა (4-3-3): ლობონტი - ტადეი, კიაერი, ჰაინცე, მარკინიო - გაგო, დე როსი, პიანიჩი (86. სიმპილისიო) - ტოტი, ოსვალდო (65. ბოიანი), ბორინი (71. ლამელა).
კატანია (4-4-2): კარიცო - მოტა, ბელუში, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი, ისკო, ლოდი, გომესი - ბარიენტოსი (82. სეიმური), ბერგესიო (80. კატელანი).
გოლები: 1:0 ტოტი (52), 1:1 ლოდი (58-პენ.), 1:2 მარკეზე (67), 2:2 ტოტი (77).
გაფრთხილება: ტადეი, დე როსი - ლოდი, ბარიენტოსი.
კუთხური: 15-4; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 22(11)-12(6); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 30 000

სიენა-პარმა 0:2
სიენა (4-4-2): პეგოლო - ტერცი, ვიტიელო, კონტინი, დელ გროსო - სესტუ (55. მანინი), გროსი (70. დაგოსტინო), ვერგასოლა, გაცი - დესტრო, ბრიენცა.
პარმა (3-5-2): პავარინი - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - ჯონათანი (87. მორონე), მუსაჩი (76. პერეირა), ვალიანი (55. ბიაბიანი), გალოპა, გობი - ჯოვინკო, ფლოკარი.
გოლები: 0:1 ჯოვინკო (67), 0:2 ფლოკარი (90).
გაფრთხილება: ტერცი, კონტინი (სიენა).
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 2(0)-6(2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 10 000

ატალანტა-ლაციო 0:2
ატალანტა (4-4-2): პრეძოლინი - ბელინი, სტენდარდო, მანფრედინი, პელუზო - სკეოლოტო (81. კაროცა), კარმონა (51. მინოტი), ჩიგარინი, ბონავენტურა (65. გაბიადინი) - მორალესი, დენისი.
ლაციო (4-3-2-1): ბიძარი - სკალონი, დიაკიტე, სკალონი, გარიდო (19. ძაური) - ცანა, მაური, გინსალესი - კანდრევა, ლულიჩი (90. ონაცი) - კოზაკი (65. კლოზე).
გოლები: 0:1 კოზაკი (35), 0:2 ცანა (90).
გაფრთხილება: მანფრედინი, მინოტი, კაროცა - გონსალესი, კაროცა.
გაძევება: სტენდარდო (81. ატალანტა).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 23-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 7(2)-7(5); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 20 000

ბოლონია-ნაპოლი 2:0
ბოლონია (3-4-1-2): ალიარდი - კერუბინი, ლორია, ანტონსონი - გარიჩი, მუდინგაი, პერესი (38. ტაიდერი), მორლეო - დიამანტი (80. ბელფოდილი) - დი ვაიო, აკვაფრესკა (58. რუბინი).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - ბრიტოსი (63. დოსენა), კანავარო, არონიკა - მაჯო (55. ლავეცი), ინლერი (67. ჯემაილი), გარგანო, ცუნიგა - ჰამშიკი, პანდევი - კავანი.
გოლები: 1:0 დიამანტი (17), 2:0 რუბინი (64).
გაფრთხილება: კერუბინი, ლორია - კანავარო, არონიკა, ბრიტოსი, გარგანო.
გაძევება: მორლეო (90) - ჯემაილი (90).
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(6)-13(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 22 000

ნოვარა-ჩეზენა 3:0
ნოვარა (4-3-3): კოზერი (46. ფონტანა) - მორგანელა, ლიზუძო, ჩენტურიონი, გარსია - პეშე, პორკარი, რიგონი - მასკარა (61. რადოვანოვიჩი), კარაჩოლო (77. რუბინო), ჯედა.
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - კომოტო, მორასი, როდრიგესი, ფონ ბერგენი - პაროლო, გუანა, კოლუჩი (38. დოკოვიჩი), მარტინიო (46. Dელ ნერო) - სანტანა, რენელა.
გოლები: 1:0 რიგონი (29-პენ.), 2:0 რიგონი (67-პენ.), 3:0 რიგონი (85).
გაფრთხილება: მორგანელა, მასკარა - ანტონიოლი, გუანა.
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15(6)-13(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 12 000

პალერმო-კიევო 4:4
პალერმო (3-4-2-1): ვივიანო - მილანოვიჩი, პიზანო, სილვესტრი - მანტოვანი, მილიაჩო, დონატი, ბერტოლო, ზაჰავი (65. ვასკესი) - მიკოლი, ბუდანი (59. ერნანდესი).
კიევო (4-3-3): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, იოკიჩი, აჩერბი - ვაჩეკი (74. პალოსკი), რიგონი, ჰეტემაი - კრუსადო, პელისიერი, ურიბე (63. სარდო).
გოლები: 1:0 მიკოლი (10), 2:0 მიკოლი (19), 2:1 პელისიერი (27), 2:2 ურიბე (30), 2:3 ლუჩანო (46), 2:4 პელისიერი (72), 3:4 მიკოლი (74), 4:4 სილვესტრი (89).
გაფრთხილება: მილანოვიჩი, მილიაჩო, დონატი (პალერმო).
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 19(10)-14(7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 22 000

უდინეზე-ჯენოა 2:0
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პერეირა (73. ფერნანდესი), ასამოა, პინცი (10. პაციენცა), პასკუალე - ფაბრინი (52. ფლორო ფლორესი) - დი ნატალე.
ჯენოა (4-4-2): ფრეი - მესტო, გრანკვისტი (54. სამპირიზი), კარვალიო, მორეტი - როსი, კუჩკა, ბიონდინი (85. ალჰასანი), ბელუსკი (75. ბირსა) - იანკოვიჩი, პალასიო.
გოლები: 1:0 დი ნატალე (30), 2:0 ფლორო ფლორესი (66).
გაფრთხილება: პერეირა, ფაბრინი (უდინეზე).
გაძევება: კუჩკა (29. ჯენოა), პალასიო (38. ჯენოა)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 19(9)-3(1); ბურთის ფლობა: 77%-23%.
მაყურებელი: 30 000

კალიარი-იუვენტუსი 0:2 (იხილეთ ვიდეო)
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, ასტორი, კანინი, არიაუდო - კონტი, ეკდალი, ნაინგოლანი - რიბეირო (50.Kკოსუ), პინილია, იბარბო (62. ლარივეი).
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი (25. კასერესი), ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - მარკიზიო, პირლო, ვიდალი (54. ჯაკერინი) - პეპე, ვუჩინიჩი, მატრი (71. ბორიელო).
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (6), 0:2 კანინი (74-საკ. კარში).
გაფრთხილება: პიზანო, ნაინგოლანი, კოსუ - კიელინი, ვიდალი, პეპე.
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 4(0)-11(7); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 15 000

ინტერი-მილანი 4:2 (იხილეთ ვიდეო)
ინტერი (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, გუარინი (62. ობი) - ალვარესი (75. პაცინი), სნეიდერი (84. კორდობა) - მილიტო.
მილანი (4-3-1-2): აბიატი (35. ამელია) - აბატე, ნესტა, იეპესი, ბონერა (21. დე შილიო) - ნოჩერინო, მუნტარი (77. კასანო), ვან ბომელი - ბოატენგი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 1:0 მილიტო (14), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (44-პენ.), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (46), 2:2 მილიტო (53-პენ.), 3:2 მილიტო (80-პენ.), 4:2 მაიკონი (87).
გაფრთხილება: ჟულიო სეზარი, ძანეტი, მაიკონი, ალვარესი - აბატე, ვან ბომელი, ნოჩერინო.
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14(10)-13(6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 80 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 37 22 15 0 65-19 81
2. მილანი 37 23 8 6 72-32 77
3. უდინეზე 37 17 10 10 50-35 61
4. ლაციო 37 17 8 12 53-46 59
5. ნაპოლი 37 15 13 9 64-45 58
6. ინტერი 37 17 7 13 57-52 58
7. პარმა 37 14 11 12 53-53 53
8. რომა 37 15 8 14 57-52 53
9. ბოლონია 37 13 12 12 41-42 51
10. კატანია 37 11 15 11 47-50 48
11. ატალანტა 37 13 13 11 40-40 46
12. კიევო 37 11 13 13 34-45 46
13. ფიორენტინა 37 11 12 14 37-43 45
14. სიენა 37 11 11 15 44-43 44
15. პალერმო 37 11 10 16 52-60 43
17. კალიარი 37 10 12 15 37-46 42
18. ჯენოა 37 10 9 18 48-69 39
19. ლეჩე 37 8 12 17 40-55 36
20. ნოვარა 37 7 11 19 34-63 32
20. ჩეზენა 37 4 10 23 22-57 22

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ბომბარდირები
28 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 23 - კავანი (ნაპოლი), მილიტო (ინტერი); 22 - დი ნატალე (უდინეზე).

მომდევნო (ბოლო) ტური
13 მაისი: იუვენტუსი-ატალანტა, პარმა-ბოლონია, ფიორენტინა-კალიარი, ლაციო-ინტერი, კიევო-ლეჩე, მილანი-ნოვარა, ჯენოა-პალერმო, ჩეზენა-რომა, ნაპოლი-სიენა, კატანია-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული