მასიმილიანო ალეგრი: სამწუხაროდ, მოგება ვერ შევძელით

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ინტერთან" (2:4) იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა.

იტალიელმა სპეციალისტმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ "როსონერი" "ნოვარასთან" სერია A-ს ბოლო მატჩში გამარჯვებას მოიპოვებს, რომელიც 13 მაისს "ჯუზეპე მეაცას" სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დერბიში "მილანის" დამარცხებამ და "კალიარისთან" (0:2) გამარჯვებამ "ბებერ ქალბატონს" ტურით ადრე ჩემპიონობა გაუფორმა.

"ჩემმა შეგირდებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ სამწუხაროდ, დერბიში მოგება ვერ შევძელით, რადგან ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა.  ეს კი არ შეიძლებოდა, თამაშზე არ ასახულიყო.
თუმცა "ნოვარასთან" საშინაო შეხვედრა გველის, სადაც აუცილებელია, გულშემატკივრებს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვუჩვენოთ", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალეგრი წადი ბიზია წადი ნოვარაც უშენოდაც მოუგებენ შე სირტავააა
roini
14:49 07-05-2012
0

სიახლეები პოპულარული