ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ჩემს კონტრაქტს პატივს ვცემ, მაგრამ გამარჯვებები მსურს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონის შედეგებით იმედგაცრუება გამოთქვა, რომელშიც იტალიურმა გუნდმა ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლო და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებასაც გამოეთიშა.

"იმედგაცრუებული ვარ, ეს სეზონი ჩავაგდეთ. "იუვენტუსს" ტიტული თავად ვუბოძეთ. უახლოეს მომავალში რაღაც უნდა შევცვალოთ.

ჩემს კონტრაქტს პატივს ვცემ, მაგრამ გამარჯვება მსურს. ყველაფერი ჩემთან დაკავშირებით "მილანის" გეგმებზე იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით ისინი ჩემთვის უცნობია. როდესაც "მილანში" გადავდიოდი, კლუბის ხელმძღვანელობას დიდი "მილანის" შექმნის გეგმა ჰქონდა. ვნახოთ, როგორ განახორციელებენ მას", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაინც რა ერთგული ადამიანია რა:D მალე ფოთის კოლხეთში ცამოვა , აბა სხვა გუნდი არ დაუტოვებია და ხო უნდა მოჩოჩოს ყველა გუნდი
bianconera
17:42 08-05-2012
0

სიახლეები პოპულარული