სებასტიან ჯოვინკოს "ბარსელონა" აკვირდება

AutoSharing Option
"პარმას" ნახევარმცველის, სებასტიან ჯოვინკოს აგენტმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტის მომავალს სამ კლუბში ხედავს.

"პარმას" შეუძლია ბოლომდე გამოისყიდოს ჯოვინკოს კონტრაქტი "იუვენტუსისგან", თუ რა თქმა უნდა, მათ სებასტიანის დატოვება სურთ - ეს პირველი ვარიანტია.

სხვა შემთხვევაში ჯოვინკო ტურინში დაბრუნდება, ხოლო მესამე ვარიანტის შემთხვევაში, ის სულ სხვა გუნდში გადავა.

"ბარსელონა" უკვე დიდი ხანია, მას აკვირდება. ამჟამად მთავარია, არჩევანის გაკეთებისას არ შევცდეთ და ის გუნდი ავირჩიოთ, რომელიც ჯოვინკოს სათამაშო სტილს მოუხდება", - თქვა ფეხბურთელის აგენტმა.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული