ჯანლუიჯი ბუფონი: 34 წელი მეკარისთვის დიდი ასაკი არ არის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.

"დიახ, უკვე 34 წლის ვარ და ფეხბურთისთვის ეს საკმაოდ სოლიდური ასაკია, მაგრამ მეკარისთვის არა. ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ დავფიქრდები, როცა იტალიის ნაკრებში აღარ გამომიძახებენ", - თქვა ბუფონმა.

ჯერჯერობით კი ვეტერანი მეკარე "იუვენტუსთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობს, რადგან ახლანდელი ხელშეკრულება ზუსტად ერთი წლის შემდეგ უსრულდება:

"ტურინში 11 წელი გავატარე, ჩემი ცხოვრების მესამედი. ამ კლუბმა იმად მაქცია, რაც ვარ და ამისათვის მისი მადლიერი ვარ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული