ელიერო ელიას ტურინის "იუვენტუსიდან" წასვლა სურს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ჰოლანდიელი ფეხბურთელი ელიერო ელია კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს და ზაფხულში, სავარაუდოდ, ახალ გუნდში გადავა.

"წასვლა მსურს. ფეხბურთის თამაში მინდა, ხოლო "იუვენტუსში" ასეთი შესაძლებლობა არ მაქვს. მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ მიწუწუნია. ჩემს შანსს ველოდი, რომელიც არ მომცეს.

სათამაშო პრაქტიკა არ მაქვს და სრულიად შესაძლებელია, ევრო 2012 გამოვტოვო. სეზონი ჩემთვის, პრაქტიკულად, ჩავარდა, მაგრამ არსებობს პლუსებიც. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უფრო ძლიერი გავხდი. მით უმეტეს, რომ ჯერ 25 წლის ვარ და მთელი კარიერა წინ მაქვს", - თქვა ელიამ.

მომზადებულია Algemeen Dagblad-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული