სეზონის დასრულების შემდეგ ჰოლანდიელი ვეტერანი ვან ბომელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და პსვ უკვე სთავაზობს დაბრუნებას, რომელშიც 1999-იდან 2005 წლამდე გამოდიოდა.
"მილანი" მარკს კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებას სთავაზობს. ამასთან, მისი ხელფასი 3.5 მილიონი ევროდან 2 მილიონამდე შემცირდება.
ჰოლანდიური პრესა ამტკიცებს, რომ 35 წლის ვან ბომელი "როსონერის" უარს ეტყვის და პსვ-ს მოთამაშე გახდება, რადგან ეინდჰოვენელებთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.