22 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში მატჩების უმრავლესობა ტრავმების გამო გამოტოვა. ის მოედანზე 16-ჯერ გამოვიდა და 3 გოლი გაიტანა.
"პატო "მილანისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში ცოტა ითამაშა. თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მისი ნიჭით კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა სრულიად შესაძლებელია", - თქვა ალეგრიმ.