ტურინის "იუვენტუსის" და მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებმა სეზონთაშორისი შესვენების პერიოდში ამხანაგური მატჩის ჩატარების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
შეხვედრა 5 აგვისტოს ლას ვეგასში გაიმართება.
ამხანაგურ მატჩს აშშ-ში "მილანი" და ლონდონის "ჩელსიც" ჩაატარებენ.