სერია A. XXXVII ტურის შეჯამება: ტრიესტული სკუდეტო

AutoSharing Option
XXXVII ტური გადამწყვეტი გამოდგა სკუდეტოსთვის ბრძოლაში - "იუვენტუსმა" ტრიესტეში "კალიარის" მოუგო, "მილანმა" "ინტერთან" დერბი წააგო და ამით ყველაფერი დასრულდა: "ბებერი ქალბატონი" სერია A-ს 2011/12 წლების სეზონის გამარჯვებულია.

სეზონი კი მართლაც საინტერესო გამოვიდა და ჯერ კიდევ გრძელდება - კალჩოსთვის დამახასიათებელი ემოციები, ვნებათაღელვა და სკანდალები - ასევე, გადადებული მატჩები და უცნაური ინციდენტები, რომელთა გვირგვინი დელიო როსისა და ადემ ლიაიჩის კრივი გახლდათ; უცნაურია ისიც, რომ "იუვემ" სკუდეტო ტრიესტში გაინაღდა და ეს მაშინ, როდესაც ამ ქალაქს ელიტურ დივიზიონში საერთოდ არ ჰყავს გუნდი.

აღარაფერს ვამბობთ
იმაზე, რომ "იუვე" 30-ე სკუდეტოს ზეიმობს, მაშინ, როდესაც ოფიციალურად მხოლოდ 28 აქვს მოგებული. მოკლედ, ეს იტალიაა და ეს კალჩოა - სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე კი მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი.

სერია A. XXXVII ტური

ლეჩე-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 ჩერჩი (35).

რომა-კატანია 2:2
გოლები: 1:0 ტოტი (52), 1:1 ლოდი (58-პენ.), 1:2 მარკეზე (67), 2:2 ტოტი (77).

სიენა-პარმა 0:2
გოლები: 0:1 ჯოვინკო (67), 0:2 ფლოკარი (90).

ატალანტა-ლაციო 0:2
გოლები: 0:1 კოზაკი (35), 0:2 ცანა (90).

ბოლონია-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 დიამანტი (17), 2:0 რუბინი (64).

ნოვარა-ჩეზენა 3:0
გოლები: 1:0 რიგონი (29-პენ.), 2:0 რიგონი (67-პენ.), 3:0 რიგონი (85).

პალერმო-კიევო 4:4
გოლები: 1:0 მიკოლი (10), 2:0 მიკოლი (19), 2:1 პელისიერი (27), 2:2 ურიბე (30), 2:3 ლუჩანო (46), 2:4 პელისიერი (72), 3:4 მიკოლი (74), 4:4 სილვესტრი (89).

უდინეზე-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 დი ნატალე (30), 2:0 ფლორო ფლორესი (66).

კალიარი-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (6), 0:2 კანინი (74-საკ. კარში).

ინტერი-მილანი 4:2
გოლები: 1:0 მილიტო (14), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (44-პენ.), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (46), 2:2 მილიტო (53-პენ.), 3:2 მილიტო (80-პენ.), 4:2 მაიკონი (87).

ტურის სიმბოლური ნაკრები
ალიარდი (ბოლონია) - დიაკიტე (ლაციო), სამუელი (ინტერი), ნატალი (ფიორენტინა), ძანეტი (ინტერი) - მილიაჩო (პალერმო), დიამანტი (ბოლონია) - ჯოვინკო (პარმა), ტოტი (რომა), მიკოლი (პალერმო) - მილიტო (ინტერი).

ტურის სიმბოლური ნაკრები ზედმეტად შემტევი გამოვიდა, თუმცა სიმბოლურიც იმად ჰქვია, რომ ხანდახან ლოგიკის ფარგლებსაც გავცდეთ. ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად დიეგო მილიტოა გამწესებული, თუმცა მის უკან სამი ნომინალური თავდამსხმელი შეირჩა: სებასტიან ჯოვინკო, ფრანჩესკო ტოტი და ფაბრიციო მიკოლი.

მილიტომ მილანურ დერბიში ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია, რომ რჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდა; სამი გოლი შეაგდო მიკოლიმაც; აი, ტოტიმ კი დუბლი მიითვალა აქტივში და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ "რომას" სული და გულია. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა სებასტიან ჯოვინკომაც, გოლს საგოლე პასი დაუმატა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელში.

დაცვაში "ინტერის" ორი მოთამაშეა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მილანურ დერბიში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეჩერება აშკარად გაუჭირდათ; როგორც ჩანს, ამაში ვალტერ სამუელის და ხავიერ ძანეტის ბრალეულობა ყველაზე ნაკლებად იყო. კარში ფედერიკო ალიარდი დგას "ბოლონიადან". სწორედ მისი ბრალია, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ასე ძალიან დაშორდა.

ტურის გმირი
ტურის საუკეთესო მოთამაშე დიეგო მილიტო გახლავთ, რომელმაც მილანური დერბის ბედი "ინტერის" სასარგებლოდ გადაწყვიტა და ამით "იუვენტუსს" სკუდეტოსკენ გაუხსნა გზა.

არგენტინელმა ფორვარდმა ჯერ თამაშიდან გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ორი თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად და არა მარტო მატჩის, ტურის გმირიც გახდა. ნამატჩევს დიეგო გახარებული გახლდათ და შემდეგი განაცხადა:

"გასულ სეზონში ჩავარდნა მქონდა და ბევრმა ჩამომწერა კიდეც, თუმცა ძალები მოვიკრიბე, არ დავნებდი და ყველას დავანახვე, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შემიძლია. მიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ჩვენ მოვიპოვებთ, რადგან ამას ნამდვილად ვიმსახურებთ".

ტურის ფრაზები
ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზეს მთავარი მწვრთნელი ჯენოასთან გამარჯვების შემდეგ): "ჩემს გუნდს აქვს თავი, გული და ფეხები - ეს სამი რამ კი წარმატების გარანტიაა".

ანტონიო კონტე (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "რიგით მერამდენე სკუდეტო მოიგო "იუვენტუსმა"? - პირველი, ეს ჩემი პირველი სკუდეტოა მწვრთნელის ამპლუაში და ამაზე ხომ ყველანი ერთხმად ვთანხმდებით..."

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII), ინტერი-ჯენოა 5:4 (XXX).

სერიები
მოგება: პარმა - 6 თამაში
წაგება: ჩეზენა - 4
წაუგებლად: იუვენტუსი - 37
მოუგებლად: ჩეზენა - 19

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 72 გოლი - მილანი; 65 - იუვენტუსი; 64 - ნაპოლი.
საუკეთესო დაცვა: 19 გაშვებული - იუვენტუსი; 32 - მილანი; 35 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 22 გოლი - ჩეზენა; 34 - კიევო, ნოვარა.
უარესი დაცვა: 69 გაშვებული - ჯენოა, 63 - ნოვარა; 60 - პალერმო.
ზუსტი გადაცემები: 20170 - იუვენტუსი; 20046 - მილანი; 19079 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 714 - იუვენტუსი; 601 - რომა; 590 - ინტერი.
კარში დარტყმები: 255 - იუვენტუსი; 219 - მილანი; 195 - რომა.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები
28 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 23 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), დიეგო მილიტო (ინტერი); 22 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 19 - როდრიგო პალასიო (ჯენოა); 16 - ხერმან დენისი (ატალანტა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 15 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 14 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 13 - მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ასისტენტები

13 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 10 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), პაბლო არმერო (უდინეზე); 9 - ანტონიო კასანო (მილანი), რობინიო (მილანი); 8 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), მირალემ პიანიჩი (რომა); 7 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სერჯო პელისიერი (კიევო).

ზუსტი პასები

3136 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 2323 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 2163 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 2099 - ფრანჩესკო ლოდი (კატანია); 2034 - დანიელე დე როსი (რომა); 1969 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1933 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 1882 - არტურო ვიდალი (იუვენტუსი);

კარის მიმართულებით დარტყმები
161 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 140 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 134 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 123 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 122 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 111 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 102 - მირკო ვუჩინიჩი (იუვენტუსი); 95 - მარკო რიგონი (ნოვარა).

კარში დარტყმები
68 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 66 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 51 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 46 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 45 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 40 - ხერმან დენისი (ატალანტა); 39 - მარკო რიგონი (ნოვარა).

ჯარიმები
89 - მატია დესტრო (სიენა); 83 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 79 - ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), ვალონ ბერამი (ფიორენტინა), ფილიპო პორკარი (ნოვარა); 74 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), დანიელე კონტი (კალიარი), გონსალო ბერგესიო (კატანია).

ციფრები და ფაქტები
ალესანდრო დელ პიერო მე-6-ედ გახდა სკუდეტოს მფლობელი - ამ მაჩვენებლით ის შემდეგ ფეხბურთელებს გაუთანაბრდა: დინო ძოფი, კლაუდიო ჯენტილე, ანტონელო კუკურედო, ფრანკო კაუზიო, ანტონიო კაბრინი.

დიეგო მილიტო გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც მილანურ დერბიში ჰეთ თრიკი შეასრულა - აქამდე ასეთი შედეგი შემდეგ მოთამაშეებს ჰქონდათ: ამადეო ამადეი (მილანი, 1949), იშტვან ნერში (ინტერი, 1953), ჟოზე ალტაფინი (მილანი, 1960).

ჟულიო სეზარმა მე-300 მატჩი ჩაატარა "ინტერის" შემადგენლობაში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირველად დაასრულა სეზონი საჩემპიონო ტიტულის გარეშე 2003 წლის შემდეგ.

"ფიორენტინას" თავკაცმა ვინჩენცო გუერინმა პირველი მატჩი მოიგო სერია A-ში მთავარი მწვრთნელის ამპლუაში 1998 წლის შემდეგ - საგულისხმოა, რომ მაშინაც მისმა გუნდმა, კერძოდ კი, "პიაჩენცამ" "ლეჩე" დაამარცხა გასვლაზე.

მიმდინარე სეზონში "ფიორენტინამ" პირველად მოიგო შეხვედრა, როდესაც მოედანზე სტევან იოვეტიჩი არ იყო.

"რომა" ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელმაც ყველა საშინაო თამაშში გაიტანა გოლი.

"რომას" კაპიტანმა და ლიდერმა, ფრანჩესკო ტოტიმ მე-500 მატჩი ჩაატარა სერია A-ში.

"უდინეზემ" მიჯრით სამი თამაში მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

"პარმამ" მიჯრით მე-6 მატჩი მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

"ბოლონიას" 7 თამაშია არ წაუგია.

მატეო რუბინმა "ბოლონიადან", პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.

"კიევომ" 5-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა და "პალერმოს" ერთბაშად 4 გოლი გაუტანა.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 37 22 15 0 65-19 81
2. მილანი 37 23 8 6 72-32 77
3. უდინეზე 37 17 10 10 50-35 61
4. ლაციო 37 17 8 12 53-46 59
5. ნაპოლი 37 15 13 9 64-45 58
6. ინტერი 37 17 7 13 57-52 58
7. პარმა 37 14 11 12 53-53 53
8. რომა 37 15 8 14 57-52 53
9. ბოლონია 37 13 12 12 41-42 51
10. კატანია 37 11 15 11 47-50 48
11. ატალანტა 37 13 13 11 40-40 46
12. კიევო 37 11 13 13 34-45 46
13. ფიორენტინა 37 11 12 14 37-43 45
14. სიენა 37 11 11 15 44-43 44
15. პალერმო 37 11 10 16 52-60 43
17. კალიარი 37 10 12 15 37-46 42
18. ჯენოა 37 10 9 18 48-69 39
19. ლეჩე 37 8 12 17 40-55 36
20. ნოვარა 37 7 11 19 34-63 32
20. ჩეზენა 37 4 10 23 22-57 22

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო (ბოლო) ტური
13 მაისი: იუვენტუსი-ატალანტა, პარმა-ბოლონია, ფიორენტინა-კალიარი, ლაციო-ინტერი, კიევო-ლეჩე, მილანი-ნოვარა, ჯენოა-პალერმო, ჩეზენა-რომა, ნაპოლი-სიენა, კატანია-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული