კალჩო ჩვეულ სტიქიაში

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთი სკანდალების გარეშე ვის გაუგია და აგერ, სულ ახალი ამბავი, რომელმაც აპენინური სპორტული პრესის ფურცლები ელვის სისწრაფით მოიარა - საქმე იმაშია, რომ ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტი კვლავ მიუბრუნდა გარიგებული მატჩების თემას და ახალი დამნაშავეები, უფრო სწორად, ჯერ ეჭვმიტანილები გამოავლინა, რომელთა რაოდენობა 61-ს უდრის.

ლაპარაკია 33 ჩაწყობილ თამაშზე, რომელთაგან 29 სერია B-შია გამართული. აქვე იმ გუნდების ჩამონათვალს გადავხედოთ, რომლებიც გარეულნი არიან ამ საშარო საქმეში: ალბინოლეფე, ანკონა, ასკოლი, ავეზა, კრემონეზე, ემპოლი, ფროზინონე, გროსეტო, ლივორნო, მოდენა, მონცა, პადოვა, პესკარა, პიაჩენცა, რავენა, რეჯინა, რიმინი,
სამპდორია, სპეცია.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯანკარლო აბეტემ გააკეთა და ბოლოს, სწორედ მას გადავცეთ სიტყვა: "გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს პრობლემა იტალიურ ფეხბურთში იარსებებს.

კარგად მესმის, რომ ასეთი სკანდალები კალჩოს იმიჯზე კარგად არ მოქმედებს, მაგრამ პრობლემაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. იქნება თუ არა საჯარიმო სანქციები? - ეს იმაზეა დამოკიდებული, დაუმტკიცდებათ თუ არა კონკრეტულ ფეხბურთელებს და გუნდებს დანაშაული; ვფიქრობ, რომ იქნება და თანაც, მკაცრი"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული