როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნთან" წაგებული მატჩის შემდეგ ტოტიმ განაცხადა, რანიერი გუნდში კატენაჩოს ნერგავს და "რომა" ასე თამაშს ვერასოდეს შეძლებსო. რანიერის პასუხი ასეთი გახლდათ: "მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ჩვენს თამაშს მაშინვე შედევრად შერაცხავდნენ".
გუნდის დამრიგებლისა და ლიდერის პრივატული საუბარი ხუთშაბათის ვარჯიშის მსვლელობისას შედგა. Football Italia-ს მტკიცებით, რანიერიმ ტოტის უთხრა, შენი კომენტარები პრესაში ძალზე უდროო დროს გაჩნ
ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ დედაქალაქური კლუბის წარმომადგენლები შაბათამდე, ანუ "ბოლონიასთან" მატჩამდე პრესასთან ურთიერთობისგან თავს შეიკავებენ.