"ინტერი": ესეკიელ ლავეცის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო და ორი ფეხბურთელი

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" მზადაა, "ნაპოლის" თავდამსხმელის, ესეკიელ ლავეცის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება გააკეთოს.

არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტში ტრანსფერის თანხად 31 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა "ნერაძური" გარიგებაში თავის რომელიმე ფეხბურთელის ჩართვას აპირებს, რითაც ფასს დასწევს.

იტალიის თასის ფინალის შემდეგ, სადაც ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" შეხვდებიან, "ინტერი" ნეაპოლურ კლუბს ლავეცის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს, გორან პანდევს და ასევე, ახალგაზრდა მცველ მარკო ფარაონის შესთავაზებს.

გარდა ამისა, "ინტერი" მზადაა, "ნაპოლის" იჯარით მცველი ჟუან ჟესუსი მისცეს.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული