ჰოლანდიელმა ვეტერანმა ბრაზილიური კლუბის მისით დაინტერესებას დადებითად უპასუხა.
36 წლის ზეედორფი ბრაზილიაში უკვე მომავალ კვირას გაემგზავრება, რათა "ბოტაფოგოსთან" კონტრაქტს ხელი მოაწეროს.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, რადგან "მილანთან" მისი ხელშეკრულების ვადა იწურება.